ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2020


დაიარება

დაიარება
(ეტიუდი)

დახავსული ლოდები -
დინებებით დახრული,
დახურული სეზონი,
სანაპირო დახრილი, 
ნიჟარათა ნამსხვრევი-
თეთრ ქვიშაზე დაყრილი.
ტალღა ტალღას დახლილი,
ნაპირი და ტალღები -
- ერთმანეთით დაღლილი.

მიქცევა და მოქცევა,
ტალღის ატრიალება
და ქვიშაში არეულ
კენჭთა აჩხრიალება.
ოკეანის ბოლოში -
მზის განაღვერდალება.
ერთმანეთის მონაცვლე
ავდარი და დარება,
ძველებურად არევა,
სიცოცხლით გადარევა.
ღელვა - გადარეული,
მობი დიკს ედარება,
ქვებში თევზიც აგდია,
ვიღას რა ემკვდარება?! -
თოლიები მოსვავდნენ,
უყვართ გუნდად დარევა.
ცქერა - ამაღლებულის
დაცემა, დამდარება,
წარმავლობის დარდებით,
იერით და უარით
გულის დაიარება -
სერვა-დაიარება!
ჩაბნელებულ ნაპირზე
ვიღაც დაიარება,
ქვეყნის დასაბამიდან
მარტო დაიარება,
ასე დაიარება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები