ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2020


მეტს ვერ გავუძლებ

..აქამდე,
სიზმრით გავისაძლისე.
ცრემლით ჰკიდია
კლდეს ლახამულა,
ცხრაჯერ ავაგე
ჩემი ქავ-ციხე
ღამემ გუმბათი
გადამახურა.
სასწაულამდე
ლოდებს დავფიფქავ,
შორს,ცისფერ თოვლზე
მზე მილახვრულა,
შემეხმიანე შორიდან,
პიპავ,
საით წავიდა
ჩემი გლახუნა!
იქნებ, ჩქვალერთან
ქარში დამფრთხალი
შვლის ნუკრის ჯოგი
შემოეფეთა,
თუ , აედევნა ქარში
აფთარი,
ეკლის გვირგვინი
ერგო მეფეთა.
წამოიშალა
ეჭვის ფაფარი,
….საუფლოს მუხლი
ჩამოეკვეთა
. . ავაჰაი,
თუკი იყო ზღაპარი,
ავაჰაი,
თუკი არის ლეგენდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები