ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
23 ივლისი, 2020


***

ვერც კი მივხვდი როდის მოგვბეზრდა ერთმანეთი. როდის გადავიდა ყველაფერი ჩვეულებრივ ნაცრისფერ რუტინაში. როდის შევწყვიტე მისით აღფრთოვანება. როდიდან აღარ ველოდებოდი მოუთმენლად ფანჯარასთან ატუზული. დამავიწყდა კიდეც ბოლოს როდის დავინახე როგორ გადმოკვეთა ქუჩა და სადარბაზოში გაუჩინარდა. აღარც კართან მივრბოდი, რომ მანამ გამეღო სანამ ბოლო საფეხურს ამოათავებდა. ახლა უბრალოდ ვიჯექი სამზარეულოს მაგიდასთან და უღიმღამოდ ვეწეოდი სიგარეტს.
მას გასაღები ჰქონდა.
მე დრო, რომ თმა შემესწორებინა და მის პერანგში გამოწყობილს ფეხი ფეხზე გამომწვევად გადამედო. რაც არ უნდა ყოფილიყო, სიგიჟემდე მომწონდა მისი აღგზნებული თვალები. მას ჯერ ისევ ვაღელვებდი. არა ისე, როგორც უწინ, მაგრამ მაინც ვაღელვებდი. ჯერ ისევ სიამოვნებით ტოვებდა ცოლს და გამორბოდა ჩემთან.
ამბობდა რომ ვუყვარდი.
ამ ბოლო დროს მისმა სიტყვებმა რიხი დაკარგა, მაგრამ მაინც ამბობდა...
მე მაშინ მიყვარდა როცა მიდიოდა. სიგიჟემდე...
ვგიჟდებოდი კიდეც. შინაგანად ვინგრეოდი, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი.
ის ეგოისტი იყო.
არიან ადამიანები რომლებიც მიდიან და შენგან ყველაფერი მიაქვთ. გაცლიან ყველაფერს, გულს, სულს საყრდენს, ოღონდ მხოლოდ ერთხელ.
ის კი მიდიოდა, მიჰქონდა ყველაფერი და როცა უკვე ბოლო ძალაც მეცლებოდა, ბრუნდებოდა, რომ ისევ წასულიყო.
ყველაზე დიდი ეგოისტი იყო.
განაცრისფერებულ რუტინაშიც ახერხებდა უთვალავჯერ დავენგრიე...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები