ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თამთა დოლიძე / თაია
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2020


სასოწარკვეთის +40 °C

(ხმით ნატირალი შვილებისთვის)
ჩვენ მივდიოდით ზაფხულის ხიდზე,
მივდიოდით საკუთარ ცხოვრებასთან შესახვედრად,
მაგრამ ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით,
ცეცხლის ჩიტებმა აკენკეს და
უკან ვეღარ დაგვაბრუნებენ.
დასასრული დახუჭული თვალებით მივხვდით,
გაღვიძება ვცადეთ, მაგრამ
შიშის მდინარემ ჩამოიარა,
ნაფოტივით აგვიტაცა და
ფოთლების შრიალთან გამოგვრიყა.
ვერ მოვასწარით,
ვერ მოვწყვიტეთ მიწას ნაბიჯი - გაუშლელი კვირტი,
წამწამების მავთულხლართებს შერჩენილი ჩვენი თვალები
ვეღარ ნახავენ ბავშვობის სიზმრებს,
მხოლოდ ღიმილის ჩამქრალ ლაქად შემორჩებიან
ციფრულ ანარეკლს...

,,სიკვდილო, შვილები გაგიზარდე,“
სისხლი ცრემლებით ჩამოვბანე,
სამშობლოს სიყვარულში ამოვავლე,
მუშტებით ერთმანეთზე დავაჭედე,
თავისუფლებისკენ ვუბიძგე და
სასოწარკვეთასთან გამოვრიყე...
მას მერე  სად არ დაგეძებდი,
მოდი, სიცოცხლით დავიღალე!
სანამ ამ აღმართს ამოვლევდე,
ძილში შემინახე, დაიფარე,
მათი გაზაფხული დამასიზმრე,
მიწის საბანი დამაფარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები