ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2020


საწებელი

საწებელია ჩემი ლექსები
და უმზეური სულის ნაწილის,
გამოტანა და დანით დაჩეხვა.
კარგი იქნება, თუ გაიცინებ,
უსხეულო აზრის განსხეულებისთვის,
რადგან უენოა სიტყვა და
უსიტყვოა ენა ადამიანთა!
სადღაც, სხვა განზომილებით შეხედე ჩემს აზრებს,
იქნებ გაიგო- მიხვიდე ჯვარცმამდე!
უადამიანო ფიქრია ნაქცევი..
შევკრიბე ნაღველთა სრულ გამოყოფამდე...
და თუ ჩაიწობ შენს ხელებს,
გახდები თანაზიარი...
მხოლოდ ემპათია შენ თუ გაგამართლებს!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები