ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2020


გალობა ცოცხალ-მკვდრებისთვის

გადმოგვხედე, ქრისტე ღმერთო,
ცოცხლებს მკვდრებად ვიქეცით.
შე მართალო, ერთადერთო,
შენგან გამოვიქეცით.

ჯვარზე გაცვით და გიგლოვეთ,
რადგან ვფარისეველობთ
ეჰ რამდენჯერ უარგყავით,
ერთადერთო მშობელო?

ვინ დაუცდის მამლის ყივილს?
მითხარ ყოვლის მყრობელო...
ხმები მესმის, ვიღაც ტირის
- შენა ხარ ღვთისმშობელო?

განგვისვენე, ქრისტე ღმერთო,
თუნდ მართლები არ ვიყოთ
შე მართალო, ერთადერთო,
გაგყიდეთ სხვა რა გიყოთ?

იქ ვართ სადაც მხოლოდ ჭირი,
სულს კეთრივით მოგვედო
შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ,
ერთადერთო მშობელო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები