ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 ივლისი, 2020


Марина Цветаева - Пригвождена

მარინა ცვეტაევა - გალურსმული

ვარ სამარცხვინო ძელზე გაკრული
სლავურ სინდისის ძველი სამართლით,
გულმოშხამული, დამღადასმული,
თავს ბრალეულად თუმცა არა ვთვლი.

ზიარების წინ ვით მოზიარე -
მშვიდი ვარ, განა ნერვებაშლილი,
ბრალი არ მიძღვის, თუ ვეძებ გარეთ
ბედნიერებას ხელებგაწვდილი.

გადაითვალეთ ჩემი ზინათი,
ეგებ დავბრმავდი, ფუჭად გავცხარდი?
ხედავთ ოქრო-ვერცხლს თვალის სინათლით?
მუჭში შემომრჩა მხოლოდ ნაცარი!

ბედნიერთაგან - ლიქნმა, მუდარამ,
ეს მამათხოვრა უპოვარებით,
ამას წავიღებ საგზლად მდუმართა
ამბორისყოფის უცხო მხარეში.

24 ივლისი, 2020 წ.



Марина Цветаева - Пригвождена

Пригвождена к позорному столбу
Славянской совести старинной,
С змеею в сердце и с клеймом на лбу,
Я утверждаю, что — невинна.

Я утверждаю, что во мне покой
Причастницы перед причастьем.
Что не моя вина, что я с рукой
По площадям стою — за счастьем.

Пересмотрите всё мое добро,
Скажите — или я ослепла?
Где золото мое? Где серебро?
В моей руке — лишь горстка пепла!

И это всё, что лестью и мольбой
Я выпросила у счастливых.
И это всё, что я возьму с собой
В край целований молчаливых.

19 мая 1920

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები