ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2020


ის აღარვის მოელის

ჩრდილოეთის ქარები
ცაზე ღრუბლებს გაშლიან,
მოჭრიალე კარები,
მყუდროებას აშლიან.
დაირღვევა დუმილი,
მიტოვებულ სახლისა,
ძლიერ სტანჯავს წყურვილი,
ოდეს აქ მოსახლისა.
შეკაზმული კედელი,
მოქარგული ხალიჩით,
აქ ცხოვრობდა მჭედელი,
გაძარცვული ხალისით.
დაღ დასმული კედლების,
აქ წარსული მწარეა,
სახლის გამოძახილში,
მხოლოდ სიმწუხარეა.
ქსელის თეთრი ბადეა,
ყველა კუთხის მხარეში,
არასდროს მოსწყინდებათ,
აქ ობობებს თარეში.
ჩამითრია ფიქრებმა,
მე წარსულის მორევში,
თავდახრილი ამ ადგილს,
გავერიდე, მოვეშვი.
ერთხელ კიდევ გავხედე,
სახლს ბარდებით მოეკლილს,
უსაშევლო ტკივილით,
აღარავის მოელის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები