ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
28 ივლისი, 2020


ყველაზე ულმობელი

მზის ჩასვლისას ფოტო გადაუღე თავჩასაღუნად გამზადებულ მზესუმზირას. ეს ახლა გამახსენდა. 
კარგი დროა გასახსენებლად, არა? წლები გავიდა და შევიცვალეთ.
ბოლომდე გავიხსენებ.
დაღამებულზე,  მსხვერპლის არჩევის დროს, თამამად მოგლიჯე.
"ჩემი მსხვერპლი ეს იქნება. ფოტო მაქვს ამისი. ცოცხალს ვტოვებ".
დაგიჯერეთ - კეთილი, სათნო და უცოდველი გოგონას როლი.
ჩვენ ერთმანეთი ავირჩიეთ სამუდამო გაქრობისთვის. შენ - სიკვდილის მერეც შეუცვლელი.
რას წარმოვიდგენდი... მაშინ როგორ მივხვდებოდი, რომ ყველაზე ულმობელი ზუსტად შენ იყავი.
მეგონა, ცაში გამოკიდებული, მიწას ჯერ ვერ მოახლოებული, მიყვარდი. სხვაგან მოფარფატე უსხეულო სულის გამო გაღმერთებდი.
ხვდებოდი, ვიცი.
კარგად მახსოვს. თავჩაღუნულებს შორის ის იდგა მხოლოდ მზისკენ ჯიუტად მიმზირალი.
ჩვენ რომ ანგელოზი გვგონებოდი, ნიღაბი რომ კარგად მოგერგო, სანაცვლოდ ფარულ აგრესიას ყოველთვის ასე ავლენდი?
ვუფიქრდები იმ ლამაზ დღეს და შენი ვერაგობა მაგიჟებს. ყველაზე მეტად რისი მოკვლაც გსურდა, ზუსტად ის მოკალი.
შევცდი და არ უნდა მყვარებოდი.
რა გინდოდა? ფოტოს მაინც რისთვის უღებდი?
ცოცხალი დატოვე - მხოლოდ წამიერი კადრი. იმის იქით და აქეთ არაფერი აღარ არის.
წეღანაც გითხარი: შევიცვალეთ და დროის ბევრ კადრში ვართ. სიცოცხლე ეს არის.
სულ ერთია. არ დამეთანხმები.
***
თვალებზე ნაჭერშემოხვეულს თითი დაგაჭირა.
"ჯანდაბა, ვინ დაასველა?!".
გადარჩი. ცრემლებით გაჟღენთილი იყო ჩვარი.
არ გამემეტე დასაბრმავებლად. ჩემი შერჩეული უდროოდ მოვკალი.
დავისაჯე და მსხვერპლად შემოგემატე.
***
იმ საზარელ ღამეს რომ ვიხსენებ, ტვინი ამიფეთქდეს ლამის.
სისხლი კედელზე.
დაღუნული ცერა თითი ბოლომდე ვერ დაემჩნა. შენი კვალი ამოვიცანი.
მაშინაც დაგიჯერეთ - ჩემზე მზრუნველი, ერთდროულად მსხვერპლისა და გმირის როლი.
ისევ გეტვყი: ყველაზე ულმობელი შენ იყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები