ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პროზა
26 ივლისი, 2020


როცა ჭირი ... (დასასრული)

ტელეფონს მისი დამტენი  მართლაც მოერგო. თაფლო სავარძელში ჩაჯდა და ლელას დაურეკა.
- ლელ, მე ვარ.
- ხომ მშვიდობაა, თაფლო?
- კი, კი, კარგად ვარ. იცი? ის ვაჟი შემეხმიანა. ტელეფონი გათიშვია და ელემენტის დატენვა მთხოვა. ნიკა ჰქვია.
- აი, ხომ ხედავ. შენ კი... სად შევხვდებიო.
- ნუ... რა ვიცი... შევნიშნე, რომ ცივა. ცოდოა...
- რა? ბინაში შემოშვებას აპირებ?
- არა, უბრალოდ, შემეცოდა. ახლა რომ ცივა, მერე მერე ხომ სულ გაიყინება? წლევანდელი აპრილი რა წვიმიანი და ცივი გამოდგა.
- თუ ასე გეცოდება, ყავა მოადუღე და გააწოდე.
- უი, კარგი რამ მითხარი. ახლავე მოვუდუღებ, მაგრამ რომელი?
- ხსნადი ჯობია, დიდი ჭიქით გააწოდე.
- კარგი გოგო ხარ, წავედი.
თაფლომ ყავა მოადუღა, თეფშზე დადო, გვერდზე რამდენიმე კანფეტი დადო. კარს ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა. თვალი დაძაბა, მაგრამ სათვალთვალოში ვერაფერი დაინახა. კარი ისევ ჯაჭვზე გამოაღო.
- ნიკა - ჩუმად დაუძახა.
- ბატონო - უცებვე გამოეხმაურა ვაჟი და კარს მუიახლოვდა.
- არ იტენება? - შეწუხებული ხმით იკითხა ნიკამ.
- კი, კი იტენება. ყავა მოგიდუღეთ, რომ არ შეგცივდეთ.
- რატომ შეწუხდით - სიხარულის ნოტები გაჟღერდა ვაჟის ხმაში.
- რა შეწუხებაა - მიუგო თაფლომ და სცადა, ღრიჭოში გაეწოდებინა თეფში, მაგრამ იქ თეფში კი არა, ჭიქაც ვერ გაატია.
- იყოს, იყოს. ჩათვალეთ, რომ დავლიე- გაეღიმა ვაჟს.
- ეს როგორ - ჩაილაპარაკა თაფლომ და კარი ჯაჭვიდან შეხსნა
- აღარ გეშინიათ? - გულიანად გაუღიმა ნიკამ და თეფში გამოართვა.
თაფლომ უარის ნიშნად თავი გააქნია და კარიდან გამომავალ შუქზე შეათვალიერა  მაღალი, წაბლისფერთმიანი, მომწვანო თვალებიანი ვაჟი, რომელიც მასაც ინტერესით ათვალიერებდა.
- მიირთვით, გაგიცივდებათ - უთხრა თაფლომ და კარის წირთხლს მიეყრდნო
ვაჟმა ყავა მოსვა და აშკარად შეეტყო, ესიამოვნა.
- ეს რა დამემართა, როგორ უსახლკაროსავით დავრჩი ქუჩაში - სინანულით ჩაილაპარაკა მან და ყავა ისევ მოსვა.
- რა შეგემთხვათ?
- მე ექიმი ვარ, პედიატრი. მეგობარმა დამირეკა, ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, მე სამორიგეოდ უნდა წავიდე, ხატიას ძალიან ეშინია, იქნებ მოახერხო მოსვლაო. რა თქმა უნდა, წავედი. მართლაც, მაღალი სიცხის გამო, ბავშვი მივარდნილი იყო. კარგა ხანს სიცხე ვერ დავუწიე, რა არ ვსინჯე, ცოტა შემეშინდა კიდეც. ჯერ ვერ ლაპარაკობს და შესაბამისად, ვერაფერს მეტყოდა. საღამოსკენ პირის ღრუში პაწაკინტელა თეთრი გამონაყარი გამოჩნდა და მივხვდი, წითელა იყო. ამ ასაკში იშვიათად ვლინდება, ამიტომ თავიდან არც მივარაუდია.  ცოტა დაეწია ტემპერატურაც. ხატიას ისე ეშინოდა, ვერ დავტოვებდი. როგორ იქნა, დედამისმაც ჩამოაღწია, მცხეთდან ფეხით ჩამოვიდა საწყალი. მთხოვეს, ამეღამ დარჩიო, მაგრამ სახლში მერჩივნა, დროც მყოფნიდა. წამოვედი და საეშმაკოდ, თქვენს კორპუსთან ძრავი ჩამიქრა. ვეხლაფორთე, მაგრამ... სირენის ხმამ მიმახვედრა, რომ დრო გამეპარა. საჩქაროდ ჩავკეტე მანქანა და სადარბაზოში შემოვვარდი. აი, ასე აღმოვჩნდი აქ - დაასრულა ვაჟმა. - თქვენ მარტო ვხოვრობთ?
- არა. დედ-მამასთან. კარანტინის დაწყების წინა დღეებში ბებომ ინსულტი მიიღო, ბოლნისში ცხოვრობს. იქ წავიდნენ, დედა ჯერ ვერ ტოვებს, აქეთაც ვერ წამოიყვანს. მამა, ჩემს გამო, წამოვიდა, მაგრამ, რადგან ბოლნისში იყო, კარანტინში წაიყვანეს. ოთხი დღეა უკვე. ძმა გერმანიაში სწავლობს, ასე დავრჩი მარტო.
- ხოოო... რა გქვიათ?
- ისეთი სასაცილო სახელი... არ მიყვარს.
- მაინც? ასეთი რა სახელია?
- თაფლო. ბებოს საპატივცემულოდ დაურქმევიათ. ხშირად დამცინიან, შვილი გაგაჩინეს და სახელი ვერ მოძებნესო?
- რა სისულელეა, რაა დასაცინი ამ სახელში? მშვენიერი, ძველი ქართული სახელია. თან გიხდებათ. - გაუღიმა ნიკამ და ცარიელი ჭიქა მიაწოდა. - კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა. გავთბი.
- არაფრის, ნიკა. აბა, დროებით. გამოგაწოდებთ ტელეფონს, როგორც კი დაიტენება.
- მადლობა. დროებით - გაუღიმა ვაჟმა.
ოთახში შემოსვლისთანავე დაურეკა ლელას.
- ლელ, იცი რა კარგი ტიპია.
- საიდან დაასკვენი? -გაუკვირდა ლელას. თაფლო მოუყვა რაც ნიკასგან გაიგო.
- იცი, როგორი შემცივნული იყო? ცოდოა.
- კარგი რა თაფლო,  ხომ დაალევინე ცხელი ყავა? არაუშავს. ექვსსაათამდე გაძლებს როგორმე. არ აპირებ დაწოლას? პირველი დაიწყო უკვე.
- კი, კი, დავწვები. ტელეფონს გავაწოდებ და დავწვები. ძილი ნებისა. მადლობა.
- ძილი ნებისა , თაფლო. თბილისი არც ისეთი დასაკარგვეთია, რომ სადმე ვერ შეხვდე. თუ მოუნდა, თვითონვე გიპოვის, მით უფრო, მისამართი იცის. მუდამ ხომ არ ვიქნებით ჩაკეტილები? გკოცნი - გაამხნევა ლელამ.
თაფლომ მობილურს დახედა. დატენილა - გაიფიქრა და კართან მივიდა. სათვალთვალოში არაფერი არ ჩანდა. მიაყურადა. სიჩუმე, რაღაცნაირად მძიმე სიჩუმე იდგა გარეთ. საკეტი გადაატრიალა თუ არა, ნიკა კარებთან გაჩნდა.
- აი, ტელეფონი.
- მადლობა თაფლო - გაუღიმა ვაჟმა. - შეგაწუხეთ - და მობილური გამოართვა. მისი ხელი ყინულივით ცივი იყო.
- არა, რას ბრძანებთ - უპასუხა და ნიკას დააკვირდა. მქრალ შუქზეც ეტყობოდა, თუ როგორ სციოდა. არ იმჩნევდა ძაგძაგს. - იცით რა... შემოდით, თორემ დილამდე თუ სული მიგყვათ, თქვენ დაგჭირდებათ ექიმი - მისდაუნებურად თქვა ეს სიტყვები.
- არა, არა, ასე მართლაც ვერ შეგაწუხებთ, თან, თქვენ ხომ გეშინიათ ჩემი? -გაიღიმა ისევ - აი, თუ თბილ პლედს მომცემთ...
- არაფერიც, არ მეშინია. უცებ რომ შემეფეთეთ, მოულოდნელობისაგან შევშინდი. შემოდით, შემოდით, აი, ლოჯში დაწექით ტახტზე. ჯერ სადაა ექვს საათამდე.
ვაჟი ყოყმანობდა. გულით უნდოდა შესულიყო, თან მართლაც, ძალიან ციოდა, მაგრამ ერიდებოდა.
- შემოდით, თორემ გადავიფიქრებ - გაიღიმა თაფლომ.
ნიკამ გაუბედავად შემოდგა ფეხი.
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ოჯახში - დაილოცა მან.
- მარჯვნივ შებრძანდით.
ვაჟი კოხტად მოწყობილ ლოჯში შევიდა და ეგრევა გამათბობელთან დადგა.  ტუჩები გალურჯებოდა და შემცივნული ხელებს იფშვნტდა.
თაფლომ სკამი იქვე დაუდგა. თვითონ სავარძელში ჩაჯდა და ტელევიზორს მიაჩერდა. უხერხული სიჩუმე ნიკამ დაარღვია:
- საოცარი რამაა ცხოვრება, საიდან სადაო, როგორ მოვხვდი სრულიად უცხო ოჯახში. მერიდება თაფლო, ძალიან შეგაწუხეთ.
- არა უშავს, ისეთი რა გავაკეთე? - მხრები აიწურა თაფლომ. - აქ დაწექით, ახლავე გაგიშლით თეთრეულს.
- არა, არა, აქ ვიჯდები, რაღა დარჩა ექვსამდე?
- რატომ? რა გაგჭირვებიათ ასეთი? ნორმალურად დაისვენებთ.
ნიკას ფერი ნელ-ნელა უბრუნდებოდა.
- შესაფერისი სახელი დარქმევიათ თაფლო, ნამდვილად თაფლივით ხართ - გაუღიმა ვაჟმა.
- ვითომ? - ეშმაკურად გაიღიმა გოგომ.
- რომ არა კორონა, ხომ ვერ შეგხვდებოდით, ამაზეა ნათქვამი, ზოგი ჭირი მარგებელიაო.
- იქნებ შევხვედროდით...
- ბედის გჯერათ?
- თან კი, თან არა...
ახალგაზრდებმა საერთო ენა იპოვეს, ხან რაზე ისაუბრეს და ხან რაზე. „შენობითზეც“ გადავიდნენ. არც კი უგრძვნიათ, ისე გავიდა დრო.
- უი, სამი გამხდარა - გაიკვირვა თაფლომ.
- გეძინება? - ჰკითხა ნიკამ.
- ცოტა - მთქნარება ძლივს შეიკავა გოგომ. წამოდგა, იქვე ტახტზე ვაჟს ლოგინი გაუშალა, ღამე მშვიდობისა უსურვა და თავის ოთახში გავიდა. კართან შეჩერდა, ფიქრობდა, ჩაეკეტა თუ არა. ბოლოს, თავი გადაააქნია და საწოლს მიაშურა. კარგა ხანს არ დაეძინა. ფიქრობდა ნიკასთან შეხვედრის უცნაურობაზე, იხსენებდა მასთან საუბრის დეტალებს და დილისთვის საუბრის თემებზეც ფიქრობდა. როდის, როდის ჩაეძინა. დილით გაეღვიძა თუ არა, საათს შეხედა. ისრები რვას აჩვენებდნენ. ლოჯიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. „ალბათ ნიკას ძინავს, გვიან დავწექით, ცოდოა, რომ გავაღვიძო. ცოტა ხანს კიდევ ვიწვები“. ხან ერთ გვერდზე გადაბრუნდა, ხან მეორეზე, ხან ტელეფონი აიღო, მაგრამ ვერ მოისვენა. ჩაიცვა და კარი ფრთხილად გამოაღო. პირველი, რაც თვალში მოხვდა, კოხტად ალაგებული ტახტი იყო. „წასულა“, გაიფიქრა და გული საოცრად დასწყდა. ლოჯში მიმოიხედა. იქ, ჯერ კიდევ, ნიკას სუნამოს სურნელება ტრიალებდა. ტელეფონთან დადებული რვეული გადაშლილი იყო. მიუახლოვდა. სუფთა ფურცელზე ტელეფონის ნომერი ეწერა და ლამაზად დახატულ გულში „ნიკა“ ეწერა. თაფლოს გაეღიმა, თვალები დახუჭა და რვეული გულში ჩაიკრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები