ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2020


დიდი საქართველო

ფრთხილად ვფურცლავ ისტორიის ნარკვევებს,
ვკითხულობ და თან კადრებად ვინახავ
-არ გცოდნია აქაური სამოთხე,
საქართველო თუ არასდროს გინახავს!
ჩემი ქვეყნის სიყვარულით ვსაზრდოობ,
ნეტავ ყველა მის მთა-ბილიკს მატარა,
მას ჩემს გულში უდიდესი სივრცე აქვს...
ისე მხოლოდ რუკაზე ჩანს პატარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები