ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: აიობ
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2020


Lose Yourself To Dance

გადაიქეცი ტალღად მუსიკის,
დაქუცმაცდი და დაპატარავდი,
მოლეკულების დონეზე დადი,
და გადალახე ყველა კანონი,
ნიუტონიც და აინშტაინიც.
ოფლად დაიქცეს შენი არსება
და ჩაიღვაროს კოლაიდერში.
იცეკვე თითქოს ნეიტრონი ხარ,
განუსაზღვრელი ტრაექტორიით.
გადმოაფრქვიე ოქსიტოცინი
და დაელოდე ვინმე დააგდებს
ნაპერწკლებიან ბოლო ჩასუნთქვას.
ცეცხლი გაჩაღდეს, დადნეს ლოცვებად
ელექტროტალღის ყველა შერხევა
და შენს ვნებაზე იცეკვებს ხალხი.
მტკვრის სანაპიროს ახურავს ნისლი,
ტალღების რხევა ექოდ გაისმის.
შენ კი ირხევი და დაქანაობ,
ტალღაზე კიდევ უფრო შიშველი.
გადაიქეცი ბარათაშვილად
და ააცეკვე ბარათაშვილი.
გადაიქეცი კოლაიდერად,
გადაიქეცი აინშტაინად,
გადაიქეცი,
გადაიქეცი,
გადაიქეცი ტალღად მუსიკის
და დაიკარგე ნეიტრონივით.
გადაიკარგე,
ნუ გეშინია
ბარათაშვილი თუ არა,
მე ხომ
ნაღდად გიპოვნი
და გეცეკვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები