ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: პროზა
27 ივლისი, 2020


გამომძიებელი ალიოშა: „უდანაშაულო ადამიანს ციხეში არ ჩავსვამ“

გამომძიებელი ალიოშა: „უდანაშაულო ადამიანს ციხეში არ ჩავსვამ“

ეს შემთხვევა 1980-იანი წლების ბოლოს მოხდა.  მაშინ ალიოშა გამომძიებლად მუშაობდა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში.
მაისის დასაწყისში, ხულო-ბათუმის გზატკეცილზე, სოფელ ხელვაჩაურის მახლობლად, ავტომანქანა გადავიდა მოძრაობის შემხვდერ ზოლში, დაეჯახა ორ მოტოციკლს, მიატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. ორივე მოტოციკლისტი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, მოწმეთა გამოკითხვას შედეგი არ მოჰყოლია. მიუხედავად ცხელ კვალზე ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების გატარებისა, დამნაშავის დადგენა ვერ მოხერხდა.
დაიწყო სკრუპულოზული მუშაობა დამნაშავე პირის დადგენისთვის. გამოძიებას არაფრით არ გამოსდიოდა დანაშაულის კვალზე გასვლა.  გამოძიებამ ჭორის დონეზე იცოდა, რომ მოტოციკლებს დაეჯახა ავტომანქანა, რომელსაც ხაშარი (ღჯა) მიჰქონდა. მაისის დასაწყისი იყო და ლობიო უკვე იკვირტებოდა, ხაშარს (ღჯას) ითხოვდა მასზე ასასვლელად.
გამოძიებამ ჭორის წყარო ვერ დაადგინდა. გამოძიებას არაფრით არ გამოსდიოდა ავტომანქანის დადგენა, რომელმაც ავტო-საგზაო შემთხვევა მოახდინა.
გარკვეული დროის შემდეგ, უბნის ინსპექტორმა მილიციის განყოფილებაში მოიყვანა მოქალაქე ოთარი. ოთარის თქმით, მოტოციკლისტები გაიტანა ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა მისი მეზობელი დავითი. ოთარი კი ამ დროს მძღოლთან ერთად იჯდა ავტომანქანის კაბინაში, რომელმაც მოტოციკლისტები გაიტანა. ოთარი მოწმის სტატუსით დაიკითხა, მან დაადასტურა თავისი სიტყვები.
მაგრამ მისი ნათქვამი არ ემთხვეოდა სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. დაკითხვაზე გამოიძახეს დავითი, რომელმაც დაადასტურა, რომ მართლაც, იმ დღეს, საღამოს 6 საათზე, კოლმეურნეობის კუთვნილ ავტომანქანა გაზ-51-ით  გადაჰქონდა ხაშარი (ლობიოს ღჯები). მაგრამ ამ გზატკეცილზე მგზავრობის დროს, მას არანაირი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ჩაუდენია. დავითმა კატეგორიულად უარყო მოტოციკლებთან შეჯახება.
ექსპერტ კრიმინალისტების მონაწილეობით ჩატარდა მძღოლ დავითის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გაზ-51-ის დათვალიერება. დათვალიერებამ არანირი შედეგი არ გამოიღო. გამოძიებას სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა რომ ჩაეტარებინა დაპირისპირება ოთარსა და დავითს შორის. შინაგან საქმეთა განყოფილებაში გამოიძახეს ოთარი და დავითი. ალიოშამ სოლიდურობისთვის დაპირისპირება ჩააატარა შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის კაბინეტში. დაპირისპირების დროს ოთარმა მთლიანად დაადასტურა თავისი ჩვენება, მიუთითა რა, რომ მის წინ მჯდარმა დავითმა დაეჯახა მოტოციკლეტებს, ავარიის დროს ოთარი მასთან, მძღოლ დავითთან, ერთად იჯდა ავტომანქანის კაბინაში.
ალიოშა წამოდგა და ოთარისკენ გაემართა. ალიოშამ მას მხარზე ხელი დაადო და ჰკითხა:
- „თქვენ სიმართლე თქვით?“

მან უპასუხა:
- „დიახ“.

მაგრამ ოთარი მთელი სხეულით ცახცახებდა, თავს იკავებდა, ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მშვიდად იყო.

ალიოშა დარწმუნდა, რომ ოთარი პროვოკატორი იყო.

ალიოშას რწმენით, დავითის დაკავებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. ალიოშამ გადაწყვიტა დავითი წინასწარი დაკავების საკნიდან გაეთავისუფლებინა.

მეორე დილით, ორმოცდაათამდე ადამიანი, გარდაცვლილი მოტოციკლისტების ნათესავები და თანასოფლელი, მოვიდნენ განყოფილების ეზოში. როგორც კი ალიოშა დაინახეს, მისკენ გამოქანდნენ, გარს შემოერტყნენ, და დაიწყეს ხმამაღლად ყვირილი:
- „როგორ გაბედე გაგეშვა ადამიანი, რომელიც დამნაშავეა ორი ადამიანის გარდაცვალებაში, თქვენ მექრთამეები ხართ“.

ალიოშამ ხალხს გადახედა, და დაინახა, რომ ნათესავები მართლაც წუხდნენ. თუმცა ისიც დაინახა, რომ ზოგიერთი თანასოფლელი მოვიდა უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, იმის დასანახად,  თუ რა ხდებოდა.

ალიოშამ ხალხს მიმართა:
- „დაზარალებულთა ახლო ნათესავები, შემოდით ჩემს კაბინეტში, და მე თქვენ ყველაფერს აგიხსნით“.

მართლაც, დაახლოებით 10 ადამიანი, შემოვიდა ალიოშას კაბინეტში. 

ალიოშამ მათ  მშვიდად უთხრა:
- „დავითს არ ჩაუდენია ეს დანაშაული“.

10-მა ადამიანმა თითქმის ერდროულად დაიწყეს ლაპარაკი:
- „როგორ თუ არ ჩაუდენია? მოწმე ოთარმა დაპირისპირების დროს ხომ დაადასტურა, რომ დავითმა გაიტანა მოტოციკლისტები?“

ალიოშამ მათ უთხრა: 
- „თქვენ რა გინდათ, რომ მე დავაპატიმრო უდანაშაულო ადამიანი, ხოლო დამნაშავემ თავისუფლად ისეირნოს? მე არ დავაპატიმრებ უდანაშაულო ადამიანს“.

ცოტა ხანში ალიოშა გამოიძახეს აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიიღო მინისტრმა. მინისტრმა ალიოშას წარუდგინა იგივე პრეტენზიები, რაც დაზარალებულთა ახლობლებმა. ალიოშამ მტკიცედ უპასუხე მინისტრს:
- „აი, საქმე, გადაეცით სხვა გამომძიებელს. მე უდანაშაულო ადამიანს არ დავაპატიმრებ“.

რა თქმა უნდა, არავის უნდოდა საპრობლემო საქმისთვის ხელის მოკიდება. ალიოშამ გაააგრძელა გამოძიების წარმოება. ამ დროს ერთ-ერთი ავტო-სატრანსპორტო საწარმოს ავტომანქანებს ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირიდან ბათუმში გადაჰქონდათ ხის მასალა - მორები. ოპერმუშაკებმა დაადგინეს ყველა ავტომანქანა, რომლითაც ხის მორები გადაჰქონდათ. ავტომანქანები დათვალიერდა ექსპერტების მონაწილეობით, ვერაფერი საეჭვე ვერ აღმოაჩინეს. გამოძიებამ დააადგინა, მორების გადამზიდავი ავტომანქანებიდან რომელი ავტომანქანა რომელის შემდეგ მოძრაობდა. დადგინდა, რომ როცა მეცამეტე ავტომანქანამ  გაიარა, ავტო-საგზაო შემთხვევა მოხდენილი არ იყო, ავტო-საგზაო შემთხვევის არავითარი ნიშანი არ შეუმჩნევია. მეთოთხმეტე ავტომანქანის მძღოლმა განმარტა, რომ ავტო-საგზაო შემთხვევის ადგილზე დაინახა, რომ მის წინ იდგა რამდენიმე სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა. ჩამოვიდა ავტომანქანიდან, მივიდა ავტო-საგზაო შემთხვევის ადგილზე, დაინახა, რომ ერთი მოტოციკლი ეგდო გზის კიუვეტში, ხოლო მეორე მოტოციკლი ეგდო გზის სავალ ნაწილზე. ორივე მოტოციკლი დამტვრეული იყო.
ვერაფრით ვერ მოხერხდა იმ ავტომანქანის დადგენა, რომელმაც ავტო-საგზაო შემთხვევა მოახდინა. გამოძიებამ დააადგინა და დაკითხა ყველა მძღოლი, რომლებიც მივიდნენ ავტო-საგზაო შემთხვევის ადგილზე, ავტო-საგზაო შემთხვევის მოხდენამდე და მოხდენის შემდეგ.
დაკითხვის დროს ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, ჰქონდათ თუ არა მათ ნანახი ხაშარით (ღჯებით) დატვირთული ავტომანქანა. ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, რომ ის თავისი მანქანით სოფელ მახუნცეთში იმყოფებოდა, ამხანაგს ელოდებოდა. ამ დროს მან დაინახა, რომ მის ახლოს, წყაროსთან, გაჩერდა ავტომანქანა გაზ-51, რომელზეც ადგილობრივმა გლეხებმა დატვირთეს ხაშარი, მაგრამ მან ვერ დაასახელა ავტომანქანის ნომერი, იმ მომენტში მას ამაზე ყურადღება არ მიუქცევია. მაგრამ მან დაინახა, რომ იქვე მდგარი კაცებიდან ერთ-ერთი მიუახლოვდა გაზ-51-ის მძღოლს, ხელის ჩამორთმევით მიესალმა. ის იცნობდა ამ ადამიანს, მისი სახელი იყო ტარიელი, მაგრამ გვარი არ ახსოვდა, ის ექიმი თერაპევტი იყო ქალაქ ბათუმის №1 საავადმყოფოში.
გამოძიებამ იპოვა ექიმი თერაპევტი. ტარიელმა დაადასტურა, რომ დიახ, ის ნამდვილად იყო სოფელ მახუნცეთში, სადაც მისი მეგობრის გურამის ავტომანქანაში ხაშარს ტვირთავდნენ. ის მიუახლოვდა გურამ არველაძეს და მიესალმა. ტარიელმა დაამატა, რომ გურამი სოფელ მახოში ცხოვრობს და მუშაობს კოლმეურნეობის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა გაზ-51-ის მძღოლად.
ამ ჩვენების მიღების შემდეგ, მძღოლი გურამი განყოფილებაში მოიყვანეს. გურამმა მაშინვე აღიარა ავტო-საგზაო შემთხვევის მოხდენის და მოტოციკლისტების გატანის ფაქტი, და ბოლოს დაამატა. 25 დღე ველოდები, სანამ ჩემს დასაპატიმრებლად მოვიდოდნნენ. ადგილს ვერ ვპოულობდი. და ის მადლობას უხდიდა მილიციას, რომ იგი დღეს დააკავეს.

გურამს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ, პროვოკატორ ოთარს მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ცრუ ჩვენების მიცემისთვის.

ეს დანაშაული ალიოშასათვის ჭკუის სასწავლებელი იყო. ალიოშამ თავი ვერ შეიკავავა, და პროვოკატორ ოთარს ჰკითხა:
- „რატომ მიეცი ცრუ ჩვენება, თითქოს ავტო-საგზაო შემთხვევა, მოტოციკლისტების გატანა, დავითმა ჩაიდინა?“
პროვოკატორმა ოთარმა უპასუხა:
- „მე თქვენ გეხმარებოდით დანაშაულის გახსნაში“.
ალიოშამ მას უთხრა:
- „შენ ჩვენ არ გვეხმარებოდი, შენ შეგეძლო დაგეღუპა დავითი, და მასთან ერთად, ჩემი თავიც“.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
27.07.2020

////////////////////////////////////////////////////////////////////

Следователь Алёша: «Невиновного не посажу!»

Дело происходило в конце 1980-ых годов. Алёша работал в Хелвачаурском районном отделе внутренних дел Министерства Внутренних Дел Аджарской Автономной Советской Социалистической республики.

В начале мая месяца на автотрассе Хуло-Батуми, в районе посёлка Хелвачаури автомобиль выехал на встречную полосу движения, столкнулся с двумя мотоциклами, и скрылся с места происшествия. Оба мотоциклиста погибли на месте. Осмотр места происшествия, опрос свидетелей никаких результатов не дали. Несмотря на проведённые оперативно-розыскные мероприятия, по горячим следам установить преступника не удалось. Началась кропотливая работа по установлению преступника. Никак не могли выйти на след преступления. Прошёл слух, что с мотоциклом столкнулся автомобиль, который вёз хашари (заготовленные из дерева 2-3 метровые держатели для вьющихся растений) для фасоли. Источник слуха установить не удалось. Установить автомашину, совершившее автодорожное происшествие никак не удавалось.

Через некоторое время, участковый инспектор доставил в отдел гражданина Отари. По словам Отари, наезд на мотоциклистов совершил его сосед Давид. Отари в это время сидел в кабине вместе с водителем, который сбил мотоциклистов. Отари был допрошен в качестве свидетеля, он подтвердил свои слова. Правда, всё не стыковались с другими доказательствами, с осмотром места происшествия и другими следственными действиями. На допрос был вызван Давид, который подтвердил, что в тот день, примерно в 6 часов вечера он на автомашине ГАЗ-51, принадлежащий колхозу, действительно вёз Хашари для фасоли. Но проезжая на этой трассе, никакого авто-дорожного происшествия не совершал. Давид категорически отрицал столкновения с мотоциклистами.

С участием экспертов-криминалистов был осмотрен автомобиль ГАЗ-51. Осмотр никаких результатов не дал. Ничего не оставалось делать, кроме как провести очную ставку между Отари и Давидом.  В отдел внутренних дел вызвали Отари и Давида. Очную ставку для солидности провели в кабинете начальника отдела. На очной ставке Отари полностью подтвердил свои показания, указав что сидящий перед ним Давид совершил наезд на мотоциклистов, и во время аварии он, Отари, находился в кабине вместе с ним.

Алёша встал и подошёл к Отари.  Положил руку на его плечо и спросил:

- «Ты рассказал всё правду?»

Он ответил:

- «Да».

Но Отари всем телом дрожал мелкой дрожью, сдерживая себя, стараясь показать, что он спокоен.

Алёша убедился, Отари провокатор.

Для задержания Давида, по убеждению Алёши, не было никаких основании. Алёша решил отпустить Давида. На следующее утро, человек пятьдесят, родственники и  односельчане погибших мотоциклистов пришли во двор отдела. Увидев Алёшу, они бросились к нему, окружили, и начали возмущенно кричать:

- «Как Вы посмели отпустить человека, который виновен в гибели двух человек, Вы взяточники».

Алёша посмотрел на толпу, и увидел, что родственники действительно переживали, но некоторые односельчане пришли просто из любопытства, поглядеть, что происходить.  Алёша обратился к толпе:

- «Близкие родственники погибших, зайдите ко мне в кабинет, и я вам всё объясню».

Действительно, около 10 человек, зашли в кабинет Алёши.

Алёша им спокойно сказал:

- «Давид не совершал этого преступления».

10 человек примерно одновременно заговорили:

- «Как не совершал? Свидетель Отари ведь на очной ставке подтвердил, что Давид сбил мотоциклистов?».

Алёша им сказал:

- «Вы чего хотите, чтобы я арестовал невиновного человека, а виновный бы гулял на свободе? Я невиновного человека  арестовывать не буду».

Не ответив на вопрос Алёши, родственники замолчали и недовольные вышли из его кабинета. Видимо, жаловаться дальше.

Вскоре Алёшу вызвали в Министерство Внутренних дел Аджарии, и предъявили  те же претензиями, что и родственники погибших. Алёша твёрдо ответил министру:

- «Вот дело, отдайте другому следователю. Я невиновного человека  арестовывать не буду».

Конечно, кляузное дело никто брать не хотел. Алёша продолжил следствие. В то время из Хуло в Батуми автомобили одного из автотранспортных предприятии перевозили лесоматериал – кругляки. Следователи установили все автомобили, перевозившие кругляк. Осмотрели автомобили. Ничего подозрительного не обнаружили. Теперь расставили автомобили, кто за кем ехал. Установили, что автомобиль тринадцатый проехал место автодорожного происшествия, никаких признаков автоаварии не заметил. Автомобиль, перевозивши кругляк номер четырнадцать, подъехав к месту происшествия, увидел, что перед ним стояли несколько грузовых и легковых автомашин. Сошёл с автомашины, и подошёл к месту происшествия, увидев, что один мотоцикл валялся на кювете дороги, а другой мотоцикл на проезжей части. Оба мотоцикла били разбиты. Автомобиль, совершивший автодорожное происшествие, никак не удавалось установить. Следователи установили и допросили всех водителей, которые подъехали к месту происшествия до автодорожного происшествия.

При допросе заостряли внимание на то, видели ли они автомашину, которая была с грузом Хашари. Один из водителей рассказал, что он стоял со своей автомашиной в селе Махунцети, ожидая приходя своего товарища. В это время он увидел, что недалеко от него, около родника остановилась автомашина ГАЗ-51, на которую, местные крестьяне загрузили груз  Хашари, но он не смог назвать номер автомашины, в тот момент не обратил на это внимание. Но он увидел, что один из стоящих там же парень подошёл к водителю ГАЗ-51, поздоровался с ним за руку, он знает этого человека по имени, его зовут  Тариел, но фамилию не помнит, он врач-терапевт больницы №1 города Батуми.

Следователи нашли врача терапевта. Тариел подтвердил, что, да, действительно, он был в селе Махунцети, где на автомобиль его знакомого Гурама загружали Хашари. Он подошёл к Гурами Арвеладзе и поздоровался с ним. Тариел добавил,  что Гурами живёт в село Махо и работает водителем автомобиля ГАЗ-51, принадлежащего колхозу.

После получение этого показания, в отдел доставили Гурама. Гурами сразу же признал факт наезда на мотоциклистов, и в конце добавил. Я 25 дней ждал, когда придут ко мне для ареста. Не мог себе место найти, и он благодарить милицию, что его сегодня задержали.

Гурами присудили 11 лет лишения свободы.

Некоторое время спустя провокатору Отари присудили 3 года лишения свободы за лжесвидетельство.

Это преступление для Алёши было поучительным. Алёша не смог удержатся, и спросил у провокатора Отари:

- «Почему Ты лжесвидетельствовал, что автодорожное происшествие, наезд на мотоциклистов, совершил Давид».

Провокатор Отари ответил:

- «Я помогал вам в раскрытии преступления».

Алёша ему сказал:

- «Ты не помогал нам, Ты мог погубить и Давида, и, заодно, и меня».



Кахабер Родинадзе
адвокат
Батуми, Аджария
25.02.2020


გამოქვეყნებულია 2020 წლის 25 თებერვალს ვებგვერდზე
https://proza.ru/2020/02/25/1440

© Copyright: Кахабер Родинадзе Адвокат Батуми, 2020
Свидетельство о публикации №220022501440

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები