ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2020


რატოა ასე

ნინო დარბაისელი

რატოა ასე
- -
დილავ, მითხარი, რატოა ასე? -
საკუთარ სიკვდილს ყველაზე გვიან იგებენ მკვდრები,
არ იჯერებენ,
რომ ამქვეყნად აღარ არიან,
რამდენიც გინდა,
დაბეჯითებით უმეორო:

- მამა, მე ბავშვი აღარა ვარ,
შენ კი უკვე  ამ ათი წლის წინ გარდაიცვალე.
საბურთალოზე,
შესასვლელში,
ეკლესიასთან,
სადაც წყვილი კიპარისია,
ოდნავ - მარცხნივ
არის შენი კენტი საფლავი
და ზედ  რუხი გრანიტი ადევს.

2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები