ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2020


  ჩამოტვირთვა

== კ ა მ ი კ ა ძ ე ==

წერტილს რომ ირჩევ დიდხანს სამზერად
და ართავ  ზედვე ფიქრის ძაფებს,
ბლანტ აბლაბუდებს,
ისე დიდდება, ისე გიყურებს,
თითქოს, პირიქით, შენ ხარ  სამიზნე.

შიშს შიშის თვალი არ მოაცილო.
შიშს შიშის თვალი მსხვერპლად  შესწირე.
შიშით შეწამლე გასასროლი მტრისკენ  ეკლები.
და სულერთია თუ აფეთქდები,
თან გაიყოლებ ამოკენკილ  ტკივილებს, დარდებს.
თან გაიყოლებ მეტასტაზებს
სუნთქვას რომ ახრჩობს.
იქნებ, დამთავრდეს.
იქნებ, მხოლოდ სიცოცხლე დარჩეს.
იქნება,  ღმერთით,  როგორც ერთი -ყველა გადარჩეს.

შიშს შიშის თვალი არ მოაცილო.
შიშს შიშის თვალი მსხვერპლად  შესწირე.
შიშით შეწამლე გასასროლი მტრისკენ  ისრები.
ნუ დანებდები,
ნუ ნებდები,
ნუ დაშინდები;
ჰო... სულერთია თუკი ფეთქდები,
რაც მთავარია, შენგან ბევრი  სიცოცხლე დარჩეს.
იქნება, ღმერთით, შენ თუ არა - სხვები გადარჩნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები