ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2020


ასე მგონია...

მზე ჩასდგომია მარცვლებში მტევანს,
ბაღიც ხეხილის სიმწიფით ხარობს.
ასე მგონია, ხან ვაშლის ხე ვარ,
ხან მიწის გულში ნაპოვნი წყარო...
ასე მგონია მე ვარ ის გლეხი,
ხელმოჩრდილვით რომ გაჰურებს ტაროსს.
ის მთაც, პროფილში ქართული კეხით,
მზესაც რომ ზიდავს მხარბეჭის გამო.
ასე მგონია, ეს მიწაც მე ვარ,
ყველა სულიერს ვაჩენ და ვმარხავ...
ბავშვობას რომ ჰგავს, ისეთი დღეა,
მზეც ჩამომჯდარა აქვე, ჩემს სახლთან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები