ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზეიკო ადეიშვილი
ჟანრი: პროზა
30 ივლისი, 2020


გამოძახილი


თქვენ ხომ იცით, როგორია ქუთაისი, ჩემი ქუთაისი....კოლორიტული,გამორჩეული ლამაზი გოგო-ბიჭებით, სიცილით, იუმორით,წარსულით,ძველი ღირსებით,..მაშინდელი ქალაქი კი,მაინც  განსხვავებულად დარჩა ჩემს მეხსიერებას.მაშინდელი ურთიერთობები... ტროლეიბუსში გადაძახილები : "თქვენი ბილეთი აღებულიაო", ან კონდუქტორის შემაწუხებელი ასჯერ დაძახილი:"ბილეთები შეიძინეთო", ანდა, ტროლეიბუსის ჩამოყრილი "შტანგების" გასწორებისას მობუზღუნე მძღოლის მოლოდინე მგზავრების გაუთვებელი ჭორაობა, კულტურულად "ინფორმაციების გაცვლას" რომ ეძახიან.ასე ,ჯახირჯახირით  მივაღწევდი ხოლმე ჩემი სახლის გაჩერებასთან.  კარგი განწყობით, თუ ქარი არ იყო,მშვიდობიანად.მაგრამ, თუ ქუთაისური  მძლავრი გრიგალი გუგუნებდა, სახლის მოპირდაპირე ფარდულს მიმახეთქებდა, თუმცა ,ამ ფარდულის ხშირი სტუმარი,ქარის გარეშეც გახლდით, ხოლმე."საპოჟნიკ"-ასე ეწერა გარედან ფარდულს.                    შიგნით, კი კედლებზე იმდენი სურათი იყო გამოკრული, მუზეუმი გეგონებოდა: მსახიობების, კოსმონავტების,მუსიკოსების,ალაგ-ალაგ, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამოჭრილი რეპროდუქციების.                      ბევრი ადამიანი აკითხავდა ოთარი "საპოჟნიკს",ოქროს ხელები ჰქონდა, ძუნწად საუბრობდა.,თუ რამეს იტყოდა, მხოლოდ აუცილებელს.    დაინახავდით აქ მოხუცებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს.მათ შორის -შეიძლება?..ვიკითხავდი მორიდებით.
-მობრძანდით.ღიმილს მომაგებებდა ოთარი ბიძია.რ ა მ შეგაწუხა
ფეხსაცმელები მოგიტანეთ.დაკერება უნდა.
მაჩვენეთ..ხელში შეატრიალებდადაზიანებულ ადგილებს ,ყურადღებით დაათვალიერებდა და დაიტოვებდა.    - როდის მოვაკითხო.?
ხვალ, ამ დროს.
უფრო ადრე,თუ შეგიძლიათ. მეტი არ მაქვს.-თან, მრცხვენოდა ჩემი სიღარიბის.
-კარგი,ამ  საღამოს დაგახვედრებ.. -ბარემ თანხაც მითხარით
-რაც გინდა ,ის მომეცი ბიძია.
-არა.მასე არ მინდა. მეორედ ვეღარ მოვალ.
-ერთი მანეთი მომიტანე..                ვიცოდი რომ ეს ცოტა იყო. მაგრამ "არ გამაბრაზო, ბიძიკოო" მეტყოდა.-მანეთსაც, იმიტომ მეუბნებოდა, რომ რაღაც გამოერთმია, იმიტომაც რომ არ მეგრძნო მისგან სიბრალული,  არადა, ყველაფერს გრძნობდა,და გარეთაც, ყველაფერს ხედავდა ,არადა, სულთავდახრილი იყო, სულ მუშაობდა
თესავდა სიკეთეს,  ეხმარებოდა, მისი მოკრძალებული ხელობით.ყველა კმაყოფილი ყავდა
უყვარდათ ადამიანებს პატივს სცემდნენ.ეფერებოდნენ, ლოცავდნენ.
დრო გავიდა,.ინსტიტუტი დავამთავრე.ცხოვრება გაგრძელდა.ოჯახი შევქმენი და  საცხოვრებელიც შევიცვალე.მუშაობა დავიწყე.აღარასოდეს დამჭირვებია ფეხსაცმელის შეკეთება.          ჩემი ოთარი ბიძიას
დათესილმა სიკეთემ ,გაღივება დაიწყო.
  სულ, ვცდილობდი,მეც ყველას დავხმარებოდი, რითაც შემეძლო.
მიყვარდა, ის ადგილი.,პატარა ფარდული და მისი სარკმლიდან მანათობელი შუქი.კეთილ სახეს ტრანსპორტიდანაც შესამჩნევს, რომ ხდიდა, .ის გვიან ღამემდე მუშაობდა,რომ ადამიანებთან სიტყვა,არ გატეხოდა.ჩანდა ფარდულში მომუშავე,ჭაღარა თმით და მოფუსფუსე ხელებით.თითქოს შორიდანაც აღწევდა მისი სიტყვები," არაფერია საჭირო,მალე გაგიკეთებ,როცა გექნება, მაშინ მომიტანე"-ო.  დაღლას ვერ შეატყობდით და ვერ ამჩნევდა, როგორ გადიოდა წლები.ერთგულად ემსახურებოდა ყველას , გრძნობდა ყველას სატკივარს,მაგრამ მისი არავინ ვიცოდით.
ჰოდა, ერთხელაც ჩაქრა შუქი...აღარ აინთო.სიკეთის მარცვლები,ერთად ავაგე, მომავლის ძაფზე , ყელსაბამად ავკინძე და გულთან ახლოს მივიმაგრე. ოთარს,სიკეთისა და ღირსების ნიმუშს ,მინდა მოვეფერო.რამდენს დაამახსოვრა თავი,, კეთილი საქმით.რამდენ გაჭივრებულს შეეხიდა,სიკეთე, როგორ ჩააქსოვა ადამიანთა  გულებში, ჩემთვის, მარად ცოცხალი დარჩა მამობრივი სიყვარულით და მომღიბარი სახით.ფარდული აღარ არის.. გაქრა ისე, როგორცჩემი ბავშვობა.მე კი, მაინც, როცა ჩავუვლი ტრანსპორტით, ისევ დავეძებ თვალით ფანჯრიდან, მოფუსფუსე ადამიანს, უბრალოს, მაგრამ დიდებულს.
ნათელი და სანთელი კარგო ადამიანო,.მადლობა დიდი სიკეთისთვის.მადლობა, რომ არსებობდი დ ა კეთილსინდისიერად ემსახურებოდი შენს საქმეს, ,რითაც უკვდავების ძეგლი დაუდგი  კაცობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები