<><><> დედა, რანაირ კაცად მომავლინე, რომ დღედათვლილი პეპლების სიცოცხლეს ვდარდობ. არ შეიძლება კაცის ცრემლიო და როგორ შევაკავო , თვალებმა რომ არ გამყიდონ? ამ ცრემლის გამო მივეჩვიე მარტოობასაც . თუ ვერ მხედავენ, მიხარია, მდინარეებს დავიდენ და ვრჩები. ან თრობა მაინც შემძლებოდა, ან ნადირობა, ჯიხვის მოკვლისგან აღტაცებულს მეყვირა :- ,,ეჰეეეე,, და მთებს ბანი მოეცათ . დარდიან გულს განვიქარვებდი! მე კი, ის ჩიტი მესიზმრება, შურდულით მოკლული, თვალები რომ ღია დარჩა და თითქოს ბუდეში ჩარჩენილ ბარტყებს ჩიოდა. რანაირ კაცად მომავლინე, დედა? ეს ლექსი შენთვის ნათქვამი ერთადერთი საყვედურია. ეს საყვედური დედაშენსაც შეგიძლია უთხრა , რომ შენც ჩემნაირი გაგაჩინა. ეს ლექსი შენნაირი დედების საყვედურია,დედა, ერთადერთი საყვედური! თუმცა ვიცი, რომ შენ ქალღმერთი ხარ და ყოვლისშემძლე. ახლა მასწავლე ამ ცრემლის უკან დაბრუნება, ან გადამალვა.. თავი რომ არ მომეჭრას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან, ძალიან მომეწონა. მართალი , თბილი, ემოციური ლექსი. ძალიან, ძალიან მომეწონა. მართალი , თბილი, ემოციური ლექსი.
5. ეს ლექსი წაკითხული მქონდა სოც ქსელში და მიხარია აქაც რომ შემხვდა.
"მე კი, ის ჩიტი მესიზმრება, შურდულით მოკლული, თვალები რომ ღია დარჩა და თითქოს ბუდეში ჩარჩენილ ბარტყებს ჩიოდა. რანაირ კაცად მომავლინე, დედა?" მაგარი დედიკოს მაგარი შვილი ხარ შენ გიო! 5 ეს ლექსი წაკითხული მქონდა სოც ქსელში და მიხარია აქაც რომ შემხვდა.
"მე კი, ის ჩიტი მესიზმრება, შურდულით მოკლული, თვალები რომ ღია დარჩა და თითქოს ბუდეში ჩარჩენილ ბარტყებს ჩიოდა. რანაირ კაცად მომავლინე, დედა?" მაგარი დედიკოს მაგარი შვილი ხარ შენ გიო! 5
3. ამირანს რა ვუთხარი, ერთხელ რომ არ შეგვახვედრა ერთმანეთს :) ამირანს რა ვუთხარი, ერთხელ რომ არ შეგვახვედრა ერთმანეთს :)
2. მაგარია ეს გიო და მაგარი კაცი ხარ შენ
მაგარი ოჯახი ხართ მთლიანად
ჩემი 5 და მონიშვნა მაგარია ეს გიო და მაგარი კაცი ხარ შენ
მაგარი ოჯახი ხართ მთლიანად
ჩემი 5 და მონიშვნა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|