ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2020


* * *

კონვენცია
მხოლოდ გარედან ვარ.
შიგნით-
დაუსრულებელი ვერლიბრი.
გული კი მწყდება,
რომ ჩემი ცხოვრების
საუკეთესო ლექსი,
ეს ვერლიბრი უნდა იყოს.
მე ხომ რითმას ისე ვკენწლავდი,
როგორც გაუჩო-მანგოს,
დიეგო-ფირთოხალს,
ბერგკამპი-არგენტინას.
ლექსის დასასრულში
ისე კოხტად
გავდიოდი,
როგორც მხიარული როჯერი
ან თიხის მეფე-
ბადესთან...
ცეცხლს შევუკეთე
ყველა კონვენციური ლექსი,
რომ ჩემი სხეული-
დაუსრულებელი ვერლიბრი
გამეთბო!
---------------------------------------
მზე რომ ესვენა თავზე ანკარის,
ვიხიბლებოდი მხოლოდ თქვენი ცით,
დროებით ვხურავ პირად ანგარიშს,
მე წავედი და აბა, თქვენ იცით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები