ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
31 ივლისი, 2020


"ჩვენ"❤

მე ვიცი, ჩვენ ტყუპები გვეყოლება...ტყუპი ბიჭები...მერე კი გოგოც იქნება, მას შენი თვალები და ჩემი თმები გამოყვება...ბიჭები კი მთლად მამის მსგავსები დაიბადებიან- მამიკოსფერები...
მამიკოს მზერებით!
მე ვიქნები საოცარი დედა, შვილებით შეპყრობილი, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, რომ ჯერ შენ უნდა მიყვარდე გაუსაძლისად და მერე ჩვენი პატარები. გამოგიტყდები: გულის სიღრმეში მეფიქრება მათმა სიყვარულმა არ დამიჩრდილოს შენი.)) ვიცი მაპატიებ, რადგან ყოველთვის იგრძნობ ჩემგან შენს უსასრულობას.
მე შენ მიყვარხარ
სამარადისოდ...
მიყვარხარ გაბრაზებულზეც,
მიტოვებულზეც,
უართქმულზეც და
უგრძეს ლოდინამდეც..
მიყვარხარ!
ჰო...მე საოცარი დედა ვიქნები...
შენ კი სხვა იქნები, სხვა ადამიანი...
ისეთი, მეც რომ გამიჭირდება ცნობა...მამა იქნები, შეშლილი მამა...ჯერ ჩემი ორსულობა გაგაგიჟებს (რატომღაც მგონია ამის შესახებ ექიმისგან პირველად შენ გაიგებ, მე კი შენს აკანკალებულ ბაგეებზე წავიკითხავ ჩვენი არსებობის მიზანს), მერე ტყუპების დანახვა შეგშლის...აჩქარებული პულსი რამდენჯერმე შეგიშლის ბავშვებთან პირველ შეხებას, შენ შეეცდები ოდნავ დაწყნარებას და ჯერ ერთ შვილს აიყვან ხელში, მერე მეორეს...
მათ დაჭერაზე რთული და მათ შეყვარებაზე იოლი არაფერი გეგონება ამ ქვეყნად..
მოგინდება ორივე უსასრულოდ გეწვინოს მკლავებზე, ემოციებში გახლართულს დაგავიწყდება რომ მეც ისევე მინდა მათი სუნის შეგრძნება, როგორც შენ. უცებ გონს მოხვალ, ტყუპებს დედასთან შეიყვან და..საავადმყოფოს პალატა მოგეჩვენება მსოფლიოს უმდიდრეს სასახლეებზე დიდი და ძვირფასი, რადგან იქ, იმ ერთ ციდა ოთახში შენი სამი, უზარმაზარი სიმდიდრე იქნება დატეული. ბავშვებს გულზე დამაწვენ და ისეთი მზერით დაგვაცქერდები ჯერ რომ არასდროს შემინიშნავს შენთვის...და მე იმ წუთიდან ჩემი ქმრის ხელახლა გაცნობას დავიწყებ...
ჩვენს შვილებს სახელები არ ექნებათ, თუმცა უკვე გვეცოდინება რასაც დავარქმევთ, ამაზე დიდი ხნის წინ შევთანხმდებოდით, შევთანხმდებოდით რააა...დამთანხმდებოდი))იმ პირობით რომ მერე გოგოს თვითონ შეურჩევდი სახელს. ვნახოთ...შეიძლება მოცემული პირობა შევასრულო კიდეც...))
და მე იმავე წუთს ერთ ჩვილს დემეტრეს ვუწოდებ, მეორეს კი დამიანეს...
მე საოცარი დედა ვიქნები და ასევე საოცარი ცოლიც, ჩემო უსასრულობავ...
შენ შეშლილი მამა იქნები, შეშლილი მამა და ჩემზე უკიდეგანოდ შეყვარებული მარტისფერი ბიჭი...
მე შენ ძალიან მიყვარხარ...
ჩემო განთიადო,
ჩემო მთვარიანო ღამევ...
ჩემს სულში გაბნეულო ლურჯო ბედნიერებავ!
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!
------------
მე ვიცი, ჩვენ ტყუპები გვეყოლება...ტყუპი ბიჭები...მერე კი იქნება გოგო, მას შენი თვალები და ჩემი თმები გამოყვება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები