ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: თამთა დოლიძე / თაია
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2020


სარჩულად

მიწა ვერ იტევს გადამფრენი ჩიტების შიმშილს.
და მათი შიში _ დაღლილი ფრთა, ბლაგვი ნისკარტი,
გვწოვს ენდორფინის ზედმეტ დოზას _ ერთმანეთს გვიშლის.
მიწა ვერ იტევს გადამფრენი ჩიტების შიმშილს.
და შენი ხელი, თითქოს ბგერა წამოსცდა ლითონს,
და ჩემი მხარი, როგორც საჭე, მისკენ მივმართე.
მიწა ვერ იტევს გადამფრენი ჩიტების შიმშილს.
და კვდება შიში _ დაღლილი ფრთა, ბლაგვი ნისკარტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები