ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2020


მე შენ მიყვარხარ

ერთი ღიმილით დამიამებ ყველა ნატყვიარს,
მზე თაფლისფერი თენებაა უსაზღვრო სივრცის.
იდუმალება მაგ თვალებში სევდად გატყვია,
მე შენ მიყვარხარ.... და ეს, ასე უბრალოდ ითქმის...

შენზე ფიქრია იმედების ბოლო ნაპირი,
თოლიებივით რომ შემორჩა ზღვას უნაპიროს,
შენ სამუდამო ერთგულებას ერთხელ დამპირდი
და ღმერთმა ნუ ქნას უჩემობა რომ დააპირო...

როცა ქვიშებზე შიშვლდებიან ნაფეხურები,
დრო სწრაფად გადის და ტკივილებს ნელა აყუჩებს,
ზღვის ტალღებივით შფოთიანი სულ მენატრები,
და უნაპირო მონატრებას ბოლო არ უჩანს...

ახლა აქ ცივა, იანვარი სულ ვერ აპრილობს,
ჩრდილებს წელავენ ზღვის სიღრმეში შავი ბინდები...
შენ ზღვაში შესვლას სიკვდილის წინ თუ დააპირებ,
მე შენს თვალებში სევდასავით  ჩავიძირები

კატო მარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები