ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2020


ლოდინი

ტანსაცმელს გასვლია ფერი,
ცხოვრებას გასვლია წლები
ეზოში მოხუცი გარინდულ მზერით,
თითქოს ვიღაცის ნაბიჯებს ელის.
იხსენებს ადრიან ბავშვობას
დედ-მამის თვალწინ რომ ანცობდა,
და მერე მოსწავლის მერხი,
თითქოს ცხოვრებას აუწყო ფეხი,
ოჯახი,საქმე და ეზო კარ-მიდამო...
ფიქრობდა,ელოდათ,უეცრად გზიდან რომ,
ნაცნობი სიცილი,ყიჟინი გაისმა,
ეზო გააცოცხლა ბავშვების ხალისმა
ირგვლივ ყოველივე შეცვალა,დაფარა,
ხეებმა ხეხილი ტოტებზე დაცალა,
თუხთუხებს საჭმელი,ბუხარში ცეცხლია,
ბებიას სიცოცხლე თავიდან ეწვია.
მერე ისევ ქალაქს წავლიან ბავშვები,
ეზო ძველებურად მდუმარე დარჩება,
და კვლავაც ბებია,გზა სადაც კარგად ჩანს
იქ სკამზე ყოველთვის ლოდინით დაჯდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები