ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2020


მარტსაც სჩვევია

მეგონა ზამთარი დამთავრდა თებერვლით,
მაგრამ ამაოდ კვლავ სუსხი ზამთრისა,
დაეშვნენ ფიფქები ზეციდან შებერვით,
დაეტყო გარემოს ხელწერა ავდრისა.

აქ ადრეული გაზაფხულია,
თვე მისი პირველი შეშლილი მარტია,
იაც და ენძელაც კვლავ დაზაფრულია,
ბუნებას აცვია მწუხარის მანტია.

თოვლში ვდგევარ და მაცვივა ფიფქები
ვივსები მოწყენით მე ზამთრისეული,
კვლავ იხმობს გაზაფხულს ჩემივე ფიქრები,
რას ვიზავთ?!წესია ეს ამ თვისეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები