ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: თარგმანი
7 აგვისტო, 2020


ბ. პასტერნაკი- ,,ისწავლე შენდობა”

ლექსის ბოლოს დასმული თარიღი პოეზიის მკვლევართა ერთ წყებას ლექსის  ორგანულ ნაწილად და კონტექსტის გამოკვეთისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროდ მიაჩნია.
მე ვიზიარებ ამ აზრს, რადგან მის მართებულობას უთუოდ ადასტურებს თუნდაც გალაკტიონისეული გადათარიღებანი.
    ეს ლექსი რომ რევოლუციამდე დაწერილიყო,  დარჩებოდა  პასტერნაკის ერთ კარგ ლექსად და მასში შინაარსობლივად დიდად საყურადღებო ალბათ იმდენი არაფერი იქნებოდა, რადგან ყველა მორწმუნისათვის კარგად ცნობილ, სახარებისეულ მოძღვრებას გადმოსცემს
შენდობა-მიტევების შესახებ... მაგრამ ლექსს თარიღად  1952 წელი უზის!!!
    ვინც იცის, ეს რას ნიშნავს, ჩემსავით, სხვა სევდა მოეძალება... ვინც არ იცის, მე მაპატიოს. აქ და ახლა გამიჭირდება მთელი ისტორიის მოიყოლა, იქნებ დაგუგლოს მაინც პასტერნაკის ბიოგრაფია.

მადლობა  ჩემს ძვირფას მეგობარს ნანა მასხულიას  ტექსტის გადმოგზავნისა და სათარგმნად შეგულიანებისთვის.
Nana Maskhulia

ბორის პასტერნაკი

ისწავლე შენდობა
- - - -

ისწავლე შენდობა... ილოცე მტერთათვის,
დაძლიე ბოროტი სიკეთის სხივით,
გაჰყევ გზას, შემნდობთა სხეულს რომ შეერთვის,
ვიდრემდის გოლგოთის  ვარსკვლავი  ღვივის!

ისწავლე შენდობა, წყენით სულკვეთილო,
და გული თუ ცრემლთა თასია სავსე
და თუ გეჩვენება, დანაცრდა კეთილი,
გახსოვდეს, ქრისტე რომ უნდობდა ასე.

ისწავლე შენდობა, სიტყვა  - არ გეყოფა,
მთელი სულითა და არსებით მთელით.
შენდობა სიყვარულს მოჰყვება ნაყოფად,
იყავი ლოცვებში ღამეთა მთევი!

ისწავლე შენდობა, რათა განიხარო!
კურნავს სულგრძელობა ტკივილთა მათა,
სისხლი ჯვარცმულისა ჩვენთვის დაიღვარა.
ისწავლე შენდობა, შეგენდოს რათა!

1952

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Борис Пастернак

Учись прощать
- - - - - -
Учись прощать… Молись за обижающих,
Зло побеждай лучом добра.
Иди без колебаний в стан прощающих,
Пока горит Голгофская звезда.

Учись прощать, когда душа обижена,
И сердце, словно чаша горьких слез,
И кажется, что доброта вся выжжена,
Ты вспомни, как прощал Христос.

Учись прощать, прощать не только словом,
Но всей душой, всей сущностью своей.
Прощение рождается любовью
В творении молитвенных ночей.

Учись прощать. В прощеньи радость скрыта.
Великодушье лечит, как бальзам.
Кровь на Кресте за всех пролита.
Учись прощать, чтоб ты был прощен сам.

1952 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები