ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: რკინის მწურავი
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2020


* * *

გეთსამანია - გედის სავანე
დღეს სავანეა ავი სამანის
ჯერ არ შემესვა ტკბილი სიმტკნარე
შენ კი სიღრმეში თავი მიკარი-

-სიტყვისო, ძელქვა ნაშამანარი
დამისხი ღვინო  აქ სანამ არი
სამაროვანის - სავსე სამებით
გადმოუღვრელი და უწამები.

ეგ ანდამატი ანდა მეტია
გენესარეთში კვლავ დუღს წყლის დგარი
სათქმელში ღმერთი არ დამეტია
სიტყვას შევაბი გველის მიტკალი

და ბაღის ბოლოს ვეუნჯე სისინს
ბრალი იმისი  ორკაპი ვისიც
მუნჯ დაისს ჰყვება ან უკვე იცის
რას ჩურჩულებდა ის ყრუ დაისი.

რატომ დაივსო ის ბრმა დაისი
რაც შიგნით იყო... რაც გარეთ არი
უცხოთქმოვანი გზა მება ჯვრისი
და ჯვარცმის მზეში ნაზარეთალი

დედის ზარივით გაბმული ღამე
მეწვოდა სულში

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები