ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2020


* * *

დრო აცოტავებს ცრემლებში
მარილს,
თუმც ვეფინები წარსულს
ქათიბად,
ჩემი ეზოდან წამოვა
ქარი
და შენს ბაღებში ვარდებს
გათიბავს.

თვალს გავუსწორებ ტაძარში
ხატებს,
იქაც შემოვა ცივი
ქარის ხმა
და შენი შავი საყურის
ნატეხს
მაჯაზე როგორც დანას
დავისვამ.

მე დავიცლები სევდით და
სისხლით
და შენში ყველა წყენა
მოკვდება,
ცისფერი ცისკენ ცხელ მზერას
ისვრი
და შეეცდები მზის
ჩამოგდებას...

და მოგიკვდები ასე
სანატრელს,
აფეთქდებიან როცა
ატმები,
ჩამქრალ ბუხართან ვნებებს
აანთებ
და ჩემი ლექსის ცეცხლით
გათბები...

დრო აცოტავებს ცრემლებში
მარილს,
თუმც ვეფინები წარსულს
ქათიბად,
ჩემი ეზოდან წამოვა
ქარი
და შენს ბაღებში ვარდებს
გათიბავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები