ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2020


დაცემა

ნინო დარბაისელი

დაცემა
- -
მას ქაფქაფა რძით გადავსებული ვედროები უქნავებდა ორივე ხელში,
როცა  ტალახში, თავდაღმართზე  ფეხი აუცდა და შიგ ხრამში  გადაიჩეხა.

რა გადაარჩენს,
თუა ფუძის ძვლის მოტეხილობა?
ან გადარჩენა რაღად უნდა
ან რაღაა  გადასარჩენი?

რძეც დაეღვარა,
თავიც დაკარგა,
ხოლო მანამდე მარჩენალი ძროხაც მოუკვდა მოსაწველი
და სავსე ცურს ხომ ვერ გაატანდა!

თუმცა სოფელი ვიდრე სოფლობს, 
მთლად უარესის უარესი
სანახავი და სათქმელი  განა  გამოელევა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები