ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2020


ქარია და დგას ხეები გადაზნექით

ნინო დარბაისელი

ქარია და დგას ხეები გადაზნექით

***
ქარია და დგას ხეები გადაზნექით.
ესეც - ასე! გზაჯვარედინს მოვადექით.

უკან - ორმა ერთად დავწვით ყველა ხიდი,
ქვისა, ხისა თუ ბაწრისა - დასაკიდი.

გზა არ მოსჩანს, სადაც ერთად დავეტევით.
რა გამოვა დარდით, ბჭობით, ღამის თევით!

ამას იქით - ბილიკია საცალფეხო,
ან გადაგჩეხ, ან შენ უნდა გადამჩეხო;

კიდევ ერთი ბილიკია - გასაკვალი,
არც ბილიკი, სარეველას გზა მზაკვარი.

ვინც წინ წავა, არ მოელის გადარჩენა,
დარჩები და სიკვდილია  - აქ დარჩენა

და ირგვლივაც - სიკვდილია, ქვეყნის კიდე.
რა სჯობია, შენ წახვალ თუ მე წავიდე?

დაქანცულნი ვცვივით, კი არ წამოვწექით.
...ქარია და დგას ხეები გადაზნექით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები