ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: პეგასი
ჟანრი: საბავშვო
24 აგვისტო, 2020


დედის დარიგება

ნეტავ რაზე ჩხუბობენ
ფუღუროში ციყვები?
თხილი ვერ გაუყვიათ,
ჭიდაობენ ბრიყვები.

დედა უფროსს არიგებს
-უწილადე ძამიკოს!
გახსოვს,ერთი ლებანი
ცხრა ძმამ როგორ გაიყო?!

ეს სიტყვები გახსოვდეს,
გულკეთილი იყავი!
არვის უყვარს,იცოდე,
ხარბი,ძუნწი და ავი.

ჩემო პაწაწინებო,
რაც გეკუთვნით,აიღეთ,
მოეხვიეთ ერთმანეთს,
სიყვარული გაიღეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები