ავტორი: ირინა ტაბაღუა ჟანრი: პოეზია 25 აგვისტო, 2020
ჩიტის სიმღერა
როგორ დასტვენ ორი თითით ისე მარტივად, თუ კი ენის წვერს არ გამოჰყვა ჩიტის სიმღერა, სადაც წარსულ ამბავს ახლად მოაბრუნებ, როგორც შინიდან გასულ მამას, ტალახიანი ჩექმებით რომ გაისტუმრა დედაჩვენმა. რა ცა გაგვითენდა, მთელი დღეა გვემსხვრევა ფერადი ნივთები. მე ვყვირი: განა ეს ცუდია?! ჩვენი ჭირიც წაუღია. ზღვა ზღვას აღარ ჰგავს, მთა - მთას. ზოგი ვიხოცებით, ზოგიც უსინდისოდ ვცოცხლობთ, ესეც არაფერი. ესეც გაივლის. და ისე ფრთხილად ვუწვავ კარ-ფანჯრის ხელოსანს თოხლო კვერცხს, თითქოს მზე იყოს ეს ჟღალთმიანი კაცი.