ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: იუმორისტული
28 აგვისტო, 2020


წვიმა მაინც შარია

ქუხს, ელავს და ანათებს,
აწვიმს სახლის სახურავს,
ზეცას მაღლა ღრუბლებად,
შავი ქუდი ახურავს.

ბნელა, ირგვლივ ბინდია,
უკუნითი ღამეა,
ცაზე მეხის გავარდნა,
საშინელი რამეა.

მორჩა, შეწყდა ქუხული,
გაირინდა ბუნება,
გამიქარწყლდა წუხილი,
გამოსწორდა გუნება.

ასე იყო ერთ ღამეს,
მალე შეწყდა ეს წვიმა,
პაპაჩემი იძახის:
ნეტავ კიდე ეწვიმა.

რაქნას გვალვით შეწუხდა,
წყალი უნდა მოსავალს,
ისევ როგორც  გასულ წელს,
წყლის მიგდება მოღალავს.

რა ვქნა?! მე რომ არ მიყვარს,
წვიმა არ მევასება,
მაღალ ძაბვის ფაზები,
ერთმანეთს ემასება.

წავა დენი ჩაქრება,
გვიწევს სანთლის ანთება,
მთელი კვირა ასე ვართ,
მაქვს ნერვების ანთება.

მანტიორიც არსად ჩანს,
მიწევს მისი გინება,
თანხას კარგად ითხოვენ,
თეკლეს თუ ეწყინება.

ზაფხულია ვის უნდა,
წვიმის გამო შინ გდება,
მოსავალს კი მივხედავთ,
არ ჭირს რუის მიგდება.

მოკლედ რას მოვაყოლე,
წვიმა მაინც შარია,
თბილი მზე არ სჯობია?!
ვიდრე ნიაღვარია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები