 | ავტორი: დევი ჟანრი: თარგმანი 28 აგვისტო, 2020 |
მაგ ჩოჩორთან, თან რომ გახლავს მარტოს, უშიშართან, - სად აღარა მწყემსე! ქრისტეშობის ტკბილო ქალბატონო, წამიყვანე ღრუბლებისკენ დღესვე!
ვირუკასთვის პურს ავიღებ მხოლოდ, ყველას ჩუმად, ჩქამს არ გავაკვესებ, სათამაშოს ხელს არ ვახლებ, ოღონდ, წამიყვანე ღრუბლებისკენ დღესვე!
ცოტახანში დედა ჩათვლემს ალბათ, ვირუკასთვის მოვიპოვებ რძესაც, გთხოვ, მაღირსო შენი ტკბილი კალთა, წამიყვანე ღრუბლებისკენ დღესვე!
Марина Цветаева - Рождественская дама
Серый ослик твой ступает прямо, Не страшны ему ни бездна, ни река... Милая Рождественская дама, Увези меня с собою в облака!
Я для ослика достану хлеба,... (Не увидят, не услышат,- я легка!) Я игрушек не возьму на небо... Увези меня с собою в облака!
Из кладовки, чуть задремлет мама, Я для ослика достану молока. Милая Рождественская дама, Увези меня с собою в облака
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ფლორენცია, გმადლობთ. ფლორენცია, გმადლობთ.
6. ძალიან ვისიამოვნე ლექსის მელოდიურობით. ჩემგან 5 ძალიან ვისიამოვნე ლექსის მელოდიურობით. ჩემგან 5
5. ძალიან დიდი მადლობა , ქალბატონო ნინო, შევცვლი ბოლო სტრიქონს უსიკვდილოდ. სიმათლე გითხრათ, ცრემლამდე მიმიყვანა ამ ლექსმა, გული მომიკლა, არამარტო შინაარსით, არამედ სტილმა, - სისადავით გადმოცემულმა სიმძიმემ. ძალიან დიდი მადლობა , ქალბატონო ნინო, შევცვლი ბოლო სტრიქონს უსიკვდილოდ. სიმათლე გითხრათ, ცრემლამდე მიმიყვანა ამ ლექსმა, გული მომიკლა, არამარტო შინაარსით, არამედ სტილმა, - სისადავით გადმოცემულმა სიმძიმემ.
4. ეს მეორე ვერსია კარგია, ოღონდ მთლად ფინალურ ტაეპში, ფრაზაში სამი ერთმარცვლიანი - ცოტა არ იყოს, მძიმეა ( გთხოვ, აქ, ნუ) ხომ არ სჯობია - ,,წამიყვანე, აქ ნუ მიმატოვებ”? ეს მეორე ვერსია კარგია, ოღონდ მთლად ფინალურ ტაეპში, ფრაზაში სამი ერთმარცვლიანი - ცოტა არ იყოს, მძიმეა ( გთხოვ, აქ, ნუ) ხომ არ სჯობია - ,,წამიყვანე, აქ ნუ მიმატოვებ”?
3. ნინო, ხათუნა, გმადლობთ :-*
დიახ თარგმანი კომპრომისების ხელოვნებაა, მე ჯერ კიდევ მიკვირს, მაგ. ამ ტექსტის თარგმანისას რატომ უნდა ვაიძულო თავი დედანივით ვიმეორო ყოველი სტროფის ბოლო სტრიქონი უცვლელად, როცა თავად ლექსის განწყობა და შინაარსი შემიძლია სხვანაირად უკეთ გადმოვცე. იმიტომ რომ მკითხველს უფრო ის აინტერესებს რას გვეუბნება ავტორი, ვიდრე როგორ.
წინამდებარე თარგმანი „ხარკივითაა“ ხოლო ის რომელიც ქვემოთაა მე უფრო მომწონს, მაგრამ ვიცი, რომ ამ უკანასკნელს უფრო დამიწუნებენ, და ამიტომაც შესაფასებლად ის მოვიტანე და არა ეს :
შენს უშიშარ, შენს ნაცრისფერ ჩოჩორს, ღრუბლებისკენ აუღია გეზი, ქრისტეშობის ტკბილო ქალბატონო, უფლებას გთხოვ ჩაგეჭიდო ხელზე.
ვირუკასთვის პურს ავიღებ მხოლოდ. მსუბუქი ვარ ვერ შემნიშნავს დედა, სათამაშოს ხელს არ ვახლებ, ოღონდ, წამიყვანე, ვიდრე ღრუბლებს ვხედავ.
ცოტახანში დედა ჩათვლემს ალბათ, ვირუკასთვის რძესაც მოვიპოვებ, გთხოვ, მაღირსო შენი ტკბილი კალთა, წამიყვანე, გთხოვ, აქ ნუ დამტოვებ. ნინო, ხათუნა, გმადლობთ :-*
დიახ თარგმანი კომპრომისების ხელოვნებაა, მე ჯერ კიდევ მიკვირს, მაგ. ამ ტექსტის თარგმანისას რატომ უნდა ვაიძულო თავი დედანივით ვიმეორო ყოველი სტროფის ბოლო სტრიქონი უცვლელად, როცა თავად ლექსის განწყობა და შინაარსი შემიძლია სხვანაირად უკეთ გადმოვცე. იმიტომ რომ მკითხველს უფრო ის აინტერესებს რას გვეუბნება ავტორი, ვიდრე როგორ.
წინამდებარე თარგმანი „ხარკივითაა“ ხოლო ის რომელიც ქვემოთაა მე უფრო მომწონს, მაგრამ ვიცი, რომ ამ უკანასკნელს უფრო დამიწუნებენ, და ამიტომაც შესაფასებლად ის მოვიტანე და არა ეს :
შენს უშიშარ, შენს ნაცრისფერ ჩოჩორს, ღრუბლებისკენ აუღია გეზი, ქრისტეშობის ტკბილო ქალბატონო, უფლებას გთხოვ ჩაგეჭიდო ხელზე.
ვირუკასთვის პურს ავიღებ მხოლოდ. მსუბუქი ვარ ვერ შემნიშნავს დედა, სათამაშოს ხელს არ ვახლებ, ოღონდ, წამიყვანე, ვიდრე ღრუბლებს ვხედავ.
ცოტახანში დედა ჩათვლემს ალბათ, ვირუკასთვის რძესაც მოვიპოვებ, გთხოვ, მაღირსო შენი ტკბილი კალთა, წამიყვანე, გთხოვ, აქ ნუ დამტოვებ.
2. კარგია. ხვალ მეც დავდებ ჩემს თარგმანს. :)) კარგია. ხვალ მეც დავდებ ჩემს თარგმანს. :))
1. მომწონს ენის სისადავე, ბავშვური ლექსიკა, ნაივურობა. რიტმიც - კარგია შერჩეული. რითმებს - უკეთესს ვისურვებდი, თუმცა თარგმნის ხელოვნება - კომპრომისების ხელოვნებაა. ეს ლექსი ადრე მეც მქონდა ნათარგმნი და ვიცი, რა ძნელია, ორიგინალისეული სახის შენარჩუნება. მომწონს ენის სისადავე, ბავშვური ლექსიკა, ნაივურობა. რიტმიც - კარგია შერჩეული. რითმებს - უკეთესს ვისურვებდი, თუმცა თარგმნის ხელოვნება - კომპრომისების ხელოვნებაა. ეს ლექსი ადრე მეც მქონდა ნათარგმნი და ვიცი, რა ძნელია, ორიგინალისეული სახის შენარჩუნება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|