ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პეგასი
ჟანრი: საბავშვო
30 აგვისტო, 2020


ზარმაცი დათვი

თურმე დათვის მეზობლად
ცხოვრობს ერთი ზღარბი,
დილით ადრე იღვიძებს,
ციყვთან ერთად დარბის.

-ვარჯიშისთვის არ მცალია!-
დრუნჩს ილოკავს დათვი,
საკაში თაფლი უპოვნია,
ჩაუყვია თათი.

-მოდი ერთად ვირბინოთ,
გააღვიძე ბელიც,
თორემ მარტო ჭამა-სმით
დარჩებიო სქელი.

-არა,თაფლი მირჩევნია,
პანტა,მწიფე უნაბი,
წავალ ნელი ბაჯბაჯით,
მელოდება ბუნაგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები