ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
20 თებერვალი, 2009


შემეხე...

შემეხე... ისე რომ გიგრძნო... მთელი ტანით...არსით... გონებით...
შემეხე... ნათითურები დამემჩნეს მინდა... და სითბო ვიგრძნო მაგ ნაკვალევის... მინდა გიყვარდე... მასწავლო მინდა სიამის გემო...
შემეხე... თუ გინდ მომწყვიტე...…შენში ვცურავდე მინდა... მინდა მიყვარდე ისე, როგორც არასდროს არვის არ ყვარებიხარ... და საიდუმლო ვიცოდე მარტომ შენი ვნებების...
გამანდე... ვიქნები შენი გეიშა, ხარჭა, ხასა... მე ყველაფერი ვიქნები შენი... ოღონდ შემეხე...
პირველად ვნანობ... არ ვარ იოლი... ბევრი არ ვიცი... შენთვის ვისწავლი... ოღონდ შემეხე...
ოღონდაც შენი სუნთქვის სითბო ვიგრძნო მუცელთან... გამაკანკალოს და დაიწყოს ფეთქვა თავიდან გულმა... შენით გავცოცხლდე...
შემხედე...  მიყურე ... თვალები არ ტყუიან... ჩემს სულის სარკეში გახედებ... დაიჯერე...
მასწავლე... შენთან უშენობა...
მაწვალებ... მსიამოვნებს...
შენ... სისხლის ტალღა ყველა უჯრედთან...…პულსაცია მთელ სხეულში...
შემეხე... ზურგიდან, ისე, უბრალოდ მომეხვიე... ნუ მეტყვი სიყვარულს... კისრის მალებთან შენი სუნთქვა მაგრძნობინე...
აკრძალული ხილის გემო მინდა ვიცოდე...
შემეხე... ისე, უბრალოდ, მოვალეობის გარეშე... მხოლოდ გრძნობით შემეხე... შენი ხელის ნაკვალევს ჩემსას ვაყოლებ... ბრმა ვარ... მხოლოდ შეგრძნება მათავებს...
გრძნობ ეხლა როგორ ვარ? მაშინ შემეხე... ისე, რომ გითხრა შენ საიდუმლოდ... შენი ვარ... სხვისთვის არ დამთმო...
არ დამთმო...
განცდა დამიბრუნე...
ამავსე... შენით ამავსე...
შემეხე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები