ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2020


covid პოეზია -ემპათია

შენ შორს ხარ, იქით, პანდემიას რომ მიჰყავს ბევრი.
თუმცა იღიმი, სამყაროზე არც კი დაგცდება,
მე რომ ვიპოვე აქედან და სიზმრებსაც ვდევნი,
არ გადმოვსახლდე, არ დაგღალოს ჩემმა განცდებმა.
ამ კარანტინმა გამიმძაფრა მეხუთე გრძნობა
და ვერც გაიგებ - გიწერ რადგან, ასეა ახლა...
უბრალოდ, ხდება - ემოცია უნდა გაიძრო...
მე, ჩემო კარგო, ვეღარ ვიტყვი რაიმე ახალს.
მხოლოდ ვიცლები და მაწუხებს რომ არ გამოდის,
დისტანციურად მოყვე საგა - ბევრი მარცხების...
მანდ დღე იქნება აქ კი ღამე. ჩემი კედელი -
ემპათია და ტკივილს ზედაც მიანარცხებდი.
მე ვიცი, დაგაქვს ყვავილების ლურჯი წალკოტი.
და ჩასაძირად ორქიდეის ღრმა წყლები მიწვევს.
მე იმედი მაქვს, როგორც ქალი - იგრძნობ ალღოთი,
რომ არის ვიღაც - გულწრფელი და ხედავს შენს მიწებს.

12.05.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები