ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2020


covid პოეზია - დასაწყისი

ეს ყურსასმენი. ზუმი. სატენი.
ალბათ რთული გზით არც კი გივლია.
მე ამოდენა ტვირთებს ვატარებ.
შენ მსუბუქი ხარ, როგორც ნიბლია.

უბრალოება-ლაიტმოტივად...
სიმშვიდემ თითქოს ბუდე აშენა
მაგ თვალებში და ასე მარტივად
მხიბლავ, გოგონი, ნეტავ ან შენ და

იქნებ გესმოდეს ჩემი ამბების -
თითქოს ზღაპარი, თითქოს მითია...
მე დევებს ვკლავდი... იცი რამდენი?!
მე დევის ეშვი ყელზე მკიდია.

და მივეჩვიე ყოველდღე თითქმის
ზეცისკენ სწრაფვას, თუნდაც უფრთოდაც.
ჰო, გიბოდიშებ, ჯერაც არ მითქვამს,
ლამაზი რომ ხარ, სულით უფრო და...

ჰოდა, ეს მიყვარს... დაგიწყე წერა.
ჩაკეტილ სივრცეს ლექსებით ვაღებ.
მინდა მიცნობდე... რა ვიცი მერე...
მე ახლა თითქოს რძეს ვაცლი ნაღებს.

05.05.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები