ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2020


carpe diem 3

შენამდე, სართულებს ვარჩევდი-
მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე...
სულზე მომისწარი
და შენი ასტრალური სხეული ფრთებად გამომეზარდა.
ფრთები გაიზარდა და ტერფებიდან თმის ღერამდე ფრთებად ვიქეცი,
ფრთებად, რომელიც გულს აქეთ -იქით აწოწიალებს.
გული კი მძიმდება და მძიმდება.
ფრთები კი იზრდება და ძლიერდება.
ფრენა მასწავლე.
და ახლა, ფრთების ამარა ჩემი გული გასცდა მზის სისტებას, ირმის ნახტომს,
და დავფრინავ ნისლეულიდან ნისლეულამდე, გალაქტიკიდან გალაქტიკამდე...
ანდრომედას სპირალებშიაც კი არ გავიხლართე, არამედ გავცდი...
და დავხეტიალობ ასე, უმისამართოდ. შენამდე კი ვიცი, კიდევ შორია.
და განა ფრენის სწავლას ვლამობდი?!
სევდა უნდა მეგროვებინა სართულიდან საართულამდე...
მე კი დაკარგული სული აღმოვჩნდი.
და რად მინდოდა ფრთები? თუ კი ასე მარტოს უნდა მეფრინა?
რად მინდოდა ფრენა ჰორიზონტისა და კომპასის გარეშე?
და ახლა, ვეძებ ბეჯით ყასაბს, ბასრი ნაჯახით, რომ ერთი დარტყმით,
ერთი მოქნევით მომაკვეთოს უსარგებლო ფრთები,
რათა ეს, უსახურად გამონოლითებული გული კვლავ მიწაზე დაენარცხოს და
მიწით ამოგანგლული
თუ სიარულს ვეღარ ისწავლის,
იგოროს მაინც,ბოლო ფეთქვამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები