ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: დერვიში
ჟანრი: იუმორისტული
6 სექტემბერი, 2020


რეპეტიცია. წარწერები.


O sancta simplicitas,
ტერფამდე ხარ: დიდება!
საიდან? სიცივიდან!
-----------------------
ნუ გაუხვევ იქ, სადაც,
ვერ ივარგებ-იქსადაც...
-----------------------
მა, კინტოში,
არ გიზიდავს მაკინტოში?
-----------------------
ეკვადორი-კიტო,
იმერეთი-ვანი,
თენგიზ კიტოვანი,
ნოეს კიდობანი...
------------------
დუმ უთხრა აქ სეს უარი,
თამაშის აქსესუარი.
-----------------------
ბრაზი ლიას გერმა ნიამ მოურია.
-----------------------
ჰო, ლანდია უტიტებოდ ჰოლანდია.
-----------------------
მალევიჩის კუბი,
ყაზტრანსგაზის კუბი,
იქვე, შეშის კუბი,
ფიდელ კასტროს კუბა,
დათვი, მგელი, ტურა,
ლექსის კუბატურა.
-----------------------------
პროპაგანდა. პრომეთე.
პროპანი და პროკრუსტე.
პროტოკოლი. ბროკოლი.
მერცხალო და კოლიბრო.
--------------------------
ედგარ დეგა. ედგარ პო.
ედგარ, პიტბულ, დავიდსი.
---------------------------
მსურდა ტვირთი მეზიდა ნივით,
ვერ ვივარგე მე ზიდანივით.
-----------------------
ჩაშავდა უპე. აზია.
გათეთრდა უფროსი.
უპოეზიოდ.
უპროზოდ.
-------------------------
მა, კაია, ოპიზარო,
ო, მაკაი, ო, პიზარო.
----------------------
ძილში ბოდავდა მოდილიანი:
მოდი, ლიანა,
მაგრამ ლიანამ დაიგვიანა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები