ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
6 სექტემბერი, 2020


Анна Ахматова - Помолись о нищей, о потерянной

ანა ახმატოვა - გზააბნეულ და ღატაკ, ჭირმრავალ...


გზააბნეულ და ღატაკ, ჭირმრავალ,
დამაშვრალ სულზე ილოცე, გვედრი -
მუდამ თვითრწმენით გზებზე მიმავალს,
ნათლის დამნახველს დაბურულ ტევრშიც.

მადლობას გეტყვი ოდესღაც სადმე,
აწ ნაღვლიანი და გარიყული,
როგორ მტანჯავდა მხუთავი ღამე
და ვით სუნთქავდა დილა ყინულით.

მე ვერ მიგუა საწუთროს სულმა -
ვმღეროდი, ხან თავს ლოდინით ვღლიდი,
ის მაინც ვუწყი: ძმა რომ არ მძულდა,
არც დობილებთან ვყოფილვარ ფლიდი.

არ ვიცი ღმერთი, რის გამო მსჯიდა,
ყოველ ცისმარე მისი განგებით,
თუ მომივლინა მფარველი ციდან -
ფარულ ნათლისკენ კვალის გამგნები?

6 სექტემბერი, 2020 წ.



Анна Ахматова - Помолись о нищей, о потерянной

Помолись о нищей, о потерянной,
О моей живой душе,
Ты в своих путях всегда уверенный,
Свет узревший в шалаше.

И тебе, печально-благодарная,
Я за это расскажу потом,
Как меня томила ночь угарная,
Как дышало утро льдом.

В этой жизни я немного видела,
Только пела и ждала.
Знаю: брата я не ненавидела
И сестры не предала.

Отчего же Бог меня наказывал
Каждый день и каждый час?
Или это ангел мне указывал
Свет, невидимый для нас?

Май 1912. Флоренция

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები