ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2020


* * *(ხეები სდუმან, ხელები ხმებიან)

ხეები სდუმან, ხელები ხმებიან,
მიქრიან ვაგონები.
ტყეებში ისვრიან - თოფების ხმებია...
მაგონდები.
მე უნდა მოგიკვდე, მე უნდა მოგიკვდე,
მე უნდა მოგიკვდე, ანუკია.
დავთქვათ და მოვრიგდეთ. ფარაჯა მოვირგე,
თავი დავიხრჩო ანაკლიას!
დღეები გადიან, დღეები გადიან,
ყოველი გადიარს - გზა და ია.
ქარებმა იმღერონ „ბებერი გადია“.
ყოველი გადიარს, გადაიარს.
სარეცხი მოგიგდე, ლექსები მოგიგდე -
მთელი ცხოვრების აპათია.
მე უნდა მოგიკვდე, მე უნდა მოგიკვდე,
მე უნდა მოგიკვდე.
მაპატიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები