ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2020


ფიჩხი

აბა ერთხელ სცადე და ხმელი ფიჩხის თვალით შეარხიე უმოძრაობა.
წარმოიდგინე იგრძენი როგორ შეგკონეს და მხარზე გაგიდეს,
ან სულაც ისე წაგათრიეს ნედლი ნათესავებისგან შევიწროვებული გზით,
თონეში ჩაგჩურთეს და ატკაცუნდი.
ხმელი ფიჩხის თვალებს რა მოუვა? - გახურდება და გაწითლდება.
მაღლა ოვალურ კედელზე ცომებს მიატყეპებენ,
რაც გმოცხვება ვიღაც წაიღებს.
თუ გაუმართლა, ერთი მაინც მოწყდა კედლიდან,
დამწვარ თვალებში მოადენს წითელ ზღართანს,
ან წითელ თვალებს დაასკდება ზავის ღიმილით,
(,,ზანგის ღიმლი'' თონეშიც ცხვება. უფრო ცხვებოდა).
ფერფლში ჩაწვება და ობლის კვერის მაგივრობას იქ გააფორმებს''.
თვალში თითის ამომსმელს რა ძებნა უნდა.
დაახამხამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები