კომპლექსი <><><> დიდი ხანია, პატარა ქვეყნის, პატარა კაცის , პატარა კომპლექსს ვატარებ– ყველა ახალ შემხვედრს გვარით ვეცნობი და ვეჯგიმები! თავადიც არ ვარ , არც არავის არ ვეჯიბრები. მაგრამ მინდა,რომ ჩემი გვარი ყველამ გაიგოს! ვერ ვხვდები, სულში რა წრიალებს, რა არ მასვენებს? მახსოვს,რომ ერთხელ, იმაზეც კი ვიეჭვიანე, როცა შვილებმა ჩემს მამულზე მეტჯერ ახსენეს საქართველოს სხვა კუთხე და მისი ქედები, ზუსტად იმ დღიდან, თითქმის ყოველ არდადეგებზე, სოფლისაკენ მივერეკები ! ახლა ვზივარ და დიდუბეში მღრნიან დარდები– ვაითუ,ისევ მოატყუონ ბებო ბავშვებმა –
ტბაზე წავიდნენ,სადაც წყალში მთვარე ვარდება და გველი ბაყაყს საშიშ თამაშს ეთამაშება . იქნებ, მთვარის ქვეშ იპარავენ სადმე ტაროებს , იქნებ, ჩალაზე (სისწრაფეში) ლოყა გაიჭრეს, იქნებ, მოედნენ დაუთესავ მწვანე კალოებს, და აგელვებენ გაღმა უბნის ნაქებ ტაიჭებს . ასე ნელ–ნელა უყვარდებათ ბაშვებს მამული, ასე ნელ–ნელა შეიცვლიან ხმასაც, კილოსაც– ამჯობინებენ პაწაწინა სოფლის ნაკადულს რუკაზე, მკლავის ძარღვებივით ნახატ ნილოსსაც. და მიხვდებიან, სოფლის მიწას რად ვინახავდი ტილოს ნაჭერში.გაიგებენ მამის კომპლექსებს- და მამულის სახლს,როცა შორით დაინახავენ, გზით კი არ ჩავლენ, ჩააჭრიან ფეხით ,მოკლეზე. და გაგრძელდება ჩემს შვილებში ჩემი ზღაპარი- გაცოცხლდებიან დამარხული მკვდარი ძაღლები . ერთხელაც ისე გაწვიმდება, თავს შევაფარებთ იმ ხის ძველ ოდას და ...თავიდან დავესახლებით !
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ძალიან კარგია!
ძალიან კარგია!
10. +5 ვთქვათ დღეს ისა ხარ რაც გულითგსურდა, ვთქვათ დღეს იმას შურს ვისიც შენ გშშურდა
მერე.... მუხრან მაჭავარიანი კარგად გამიგე კარგი ლექსია +5 ვთქვათ დღეს ისა ხარ რაც გულითგსურდა, ვთქვათ დღეს იმას შურს ვისიც შენ გშშურდა
მერე.... მუხრან მაჭავარიანი კარგად გამიგე კარგი ლექსია
9. მთელი იმერეთი შემოვირბინე თვალებით და ჩავაჭერი მოკლეზე, ჩემს ეზოში. მთელი იმერეთი შემოვირბინე თვალებით და ჩავაჭერი მოკლეზე, ჩემს ეზოში.
8. უძლიერესი ლექსი
+5 უძლიერესი ლექსი
+5
7. არასდროს დასრულდება ეს ზღაპარი, ნიცა და თომა თავიანთ შვილებს მოუყვებიან, ისინი კიდევ თავთავიანთს და...
მერე მთელი ზედვაკე და მუხურა თქვენ იქნებით :)
დასაწყისში ასეთ სასწაულ ფინალს არ ველოდი ;) არასდროს დასრულდება ეს ზღაპარი, ნიცა და თომა თავიანთ შვილებს მოუყვებიან, ისინი კიდევ თავთავიანთს და...
მერე მთელი ზედვაკე და მუხურა თქვენ იქნებით :)
დასაწყისში ასეთ სასწაულ ფინალს არ ველოდი ;)
6. კარგია, ძალიან კარგი კარგია, ძალიან კარგი
5. კარგია, ძალიან კარგი. კარგია, ძალიან კარგი.
4. ამ ლექსის აღება არ გაბედო! :) კლასებში შევიტან აუცილებლად. :) ამ ლექსის აღება არ გაბედო! :) კლასებში შევიტან აუცილებლად. :)
3. ძააალიან ძალიან მომეწონა! +5 ძააალიან ძალიან მომეწონა! +5
2. უხ, რა კაიააა!!!! უხ, რა კაიააა!!!!
1. და გაგრძელდება ჩემს შვილებში ჩემი ზღაპარი - აქ არის ყველაფერი. და გაგრძელდება ჩემს შვილებში ჩემი ზღაპარი - აქ არის ყველაფერი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|