| ავტორი: ხათუნა777 ჟანრი: საბავშვო 19 სექტემბერი, 2020 |
იცნობთ კატოს? არა? რატომ? იოანემ არ გაგაცნოთ? ყველაფერში ყოჩაღია: დახტის, მღერის, ცეკვავს, ანცობს.
აკამკამებს მუქლურჯ თვალებს- ცაც, ზღვაც რომ ჩანს, ბეღურებიც. ზურგჩანთაში რად ალაგებს წიგნებს? ალბათ, მეხუმრებით.
რა, ვერ ხვდებით, რომ დიდია? დიახ, სწვდება ჭერს ხელებით. არც ის იცით, რომ იმღერა ლაშას ,,ციცინათელები"?
ახლა მოწყენილია და გუა ექიმს ელის შიშით. ავმა ბუთამ, გოგოზაურს მოაგლიჯა ფეხი ძირში.
გუა მცოდნე ექიმია, ყველას არჩენს, არვის ავნებს. ფიქრობენ და თანხმდებიან კაწინკა და იოანე:
რომ ორივე მოუვლიან გოგოზაურს, ტკბილ მეგობარს. ბუთას?- დრუნჩზე ალიკაპი. აბა, სულელს, რა ეგონა?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კატოს თვალები - "ცაც, ზღვაც რომ ჩანს, ბეღურებიც." <3
ძალიან საყვარელია კატოს და იოანეს ლექსი :)
კატოს თვალები - "ცაც, ზღვაც რომ ჩანს, ბეღურებიც." <3
ძალიან საყვარელია კატოს და იოანეს ლექსი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|