ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2020


ი.კ'ს

ხედავ ჭაობში იძირება შენი ქალაქი,
მაინც აქ არის ყველა ვინც კი ასეთს აგიტანს
სადაც ვერ სუნთქავ და ჰაერის მცირე დანაკლისს
არ უღრმავდები და იზოგავ.
ამ ქალაქიდან
შემოგთავაზეს არაერთხელ და არ წახვედი.
შეიძლებოდა რაღაცითვის ხელის გამოკვრაც,
მაგრამ დარჩი და ყოველ ღამით წვრილად გახვრეტილ
ბოთლიდან ცუდად მოცეკვავე ჯინი ამოგყავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები