ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2020


ფრაზები (ჩემი)

დილას სადიდებელი ვთქვათ უფლისა,რომ ისევ ვიხილეთ ცის თაღი და მზე,
შუადღეს წყალობა ვთხოვოთ დღის,
საღამოს კი სამადლობელი,რომ დღემ მშვიდობით ჩაიარა.


მისალმება
(ცხოვრებისეული)                                                                                                                                                                                                                                                                                                                         
გამარჯობა!
გაგიმარჯოს!
როგორ ხარ?
კარგად.ხანდახან გულის სიმძიმეს ვგრძნობ,ისეთი არაფერი...
შენ როგორ ხარ?
მეც კარგად,ასევე...


შენ შეიცვალე უკეთესობისაკენ და (შენი წილი) სამყაროც შეიცვლება.


ადამიანები,რომლებმაც გული ძალიან გატკინეს და გიბოროტეს,ან არ იყვნენ "შენი ადამიანები",ან იყვნენ "არაადამიანები". სიმართლე მხოლოდ უფალმა იცის.



როცა ვერ ვლაპარაკობ ვწერ და როცა ვლაპარაკობ ჩუმად ყოფნა მირჩევნია...



შეიძლება სიბნელე ჩამოწვეს ამინდში,შეიძლება სიბნელე ჩამოწვეს თვალებშიც,მთავარია არ ჩამოწვეს სიბნელე სულსა და გულში.



შენ ხარ რომელიც მეყვარებოდი, ჩემი ტკივილების მერე.


(უცნობ ადამიანს)
თუკი ოდესმე შეგხვდები ჩემი ცხოვრების გზაზე აუცილებლად გიცნობ ჩემთან მსგავსებით,
-მე და შენ ხომ ერთმანეთის მთლიანობის ნახევარი ვართ.


უფერულობა...სიცოცხლე უნდა შეიფერადო რომ დააჩნდე სამყაროს.


რადგან გათენდა არაფერია დასრულებული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები