ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: თარგმანი
21 სექტემბერი, 2020


მარტოობა ( Иосиф Бродский)

მარტოობა

წონასწორობას თუ კარგავს
დაღლილი ცნობიერება,
უმალ ფეხებქვეშ გეცლება,
როგორც გემბანი,
ან კიბე,
ჩატეხილ საფეხურებით.
აფურთხებ ადამის მოდგმას,
ღამეულ მარტოობებით,
შეძლებ და კიდეც გარბიხარ
მუდმივობისკენ ფიქრებით,
იდეის, ჰიპოთეზების,
შემოქმედების ნაყოფთა
და მათ მშვიდ უცოდველობას
კვლავ ეჭვის თვალით უყურებ...
და ჰო,
- თვით ჩასახვაზეც კი,
ღვთისმშობლის - ნაზარეველზე,
შეძლებს ფიქრი რომ გაგექცეს.
მაგრამ ჯობს ქედს რომ იხრიდე
მოცემულობის და მისი
ღრმა საფლავების შინაშე,
ხანდაზმულობის გამო რომ
დღეს უდარდელად ბრწყინავენ.

ჰო.
გირჩევ ქედს რომ იხრიდე
მოცემულობის წინაშე,
იმ ვიწრო გზების საწყისთან,
მანძილზე, დროთა დინებით,
დიდად რომ გეჩვენებიან,
ფართოდ რომ გესახებიან,
კომპრომისებით სავსენი
და დიდი ფრინველებივით
ფართოფრთიანნი სავსებით.

ჰო. გიჯობს ქედი უხარო
მის გასაწყლებულ საზომებს,
სჩვევიათ უკიდურესად
დაგიყრდნონ, თუ დაეყრდნობი,
როგორც ჭუჭყიან მოაჯირს
ამ ოღროჩოღრო კიბისა
შერყეულ ჭეშმარიტების.

Иосиф Бродский.

Одиночество

Когда теряет равновесие
твоё сознание усталое,
когда ступеньки этой лестницы
уходят из под ног,
как палуба,
когда плюёт на человечество
твоё ночное одиночество, —
ты можешь
размышлять о вечности
и сомневаться в непорочности
идей, гипотез, восприятия
произведения искусства,
и — кстати — самого зачатия
Мадонной сына Иисуса.
Но лучше поклоняться данности
с глубокими её могилами,
которые потом,
за давностью,
покажутся такими милыми.

Да.
Лучше поклоняться данности
с короткими её дорогами,
которые потом
до странности
покажутся тебе
широкими,
покажутся большими,
пыльными,
усеянными компромиссами,
покажутся большими крыльями,
покажутся большими птицами.

Да. Лучше поклонятся данности
с убогими её мерилами,
которые потом до крайности,
послужат для тебя перилами
(хотя и не особо чистыми),
удерживающими в равновесии
твои хромающие истины
на этой выщербленной лестнице.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები