რა მშვენიერი საღამოა ,გავს ეს საღამო ჩემს რბილ ხასიათს,მოთმინებას ,სევდას,უჩინარ, უხმო ტკივილებს,ჩემს სიბრმავეს,მაჯებს დაღალულს, ჩემს მოულოდნელ აღტაცებას გავს ეს საღამო. რა მშვენიერი საღამოა,რა სასაცილო, დავხუჭავ თვალებს,არ მჭირდება აბი საძილე, ვინატრებ თოვლს და მე ამ თეთრი თოვლის სითეთრეს, როგორც თხილის გულს გავტეხავ და გაგინაწილებ . არც მიფიქრია,რომ ამ ღამეს ვინმე მითევდეს, სად გავექცევი თავს ,რომელიც ყბებით მიჭირავს . საკმარისია, ვაჯავრებდე ციცინათელებს ახალ–ახალი ნაფაზებით და შტერ ჭრიჭინას არ დავურღვიო იდილია,ღამის არია- საკმარისია,საკმარისი ჩემთვის ეს ღამე! სანამ გამოვლენ ალიონზე აისორები და ბინძურ ქუჩებს წრფელი ცრემლით ჩამორეცხავენ . მოდით , დამტოვეთ ჩემს ღამესთან,მოდით,ამ უკუნ ბნელ და ცივ ღამეს შემატოვეთ ,არ მეშინია. რა ნათელია, რომ ამ ღამეს ვერც გავამუქებ, ვერც გავათეთრებ ...მე უბრალოდ გალეშილი ვარ! გალეშილი ვარ სიყვარულით ,ცხადით,სიზმრებით, მთვარით, იებით, გირლანდებით,წვიმით,თოვლებით. და თუ სიკვდილი მიწერია,ღმერთმა ინებოს, ეს მოხდეს ღამით და მოვკვდები სიამოვნებით !
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მაგრად ასწორებს საკუთარი ნებით სიკვდილი:)
მაგრად ასწორებს საკუთარი ნებით სიკვდილი:)
3. "ასე უფრო მაგრად ასწორებს"
5 "ასე უფრო მაგრად ასწორებს"
5
2. აა, უი, შემშლია. ეს ლექსი შევიტანე შუშანიკის განწყობის გადმოსაცემად მე-10-ში :) მესამე თავში რომ აქვს, "ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე". მე-8-ში, პირველ კომენტარში რაზედაც ვსაუბრობ, შევიტანე ის ლექსი, ბავშვები რომ მოკლეზე ჩააჭრიან. :) აა, უი, შემშლია. ეს ლექსი შევიტანე შუშანიკის განწყობის გადმოსაცემად მე-10-ში :) მესამე თავში რომ აქვს, "ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე". მე-8-ში, პირველ კომენტარში რაზედაც ვსაუბრობ, შევიტანე ის ლექსი, ბავშვები რომ მოკლეზე ჩააჭრიან. :)
1. ინანიშვილს აქვს ასეთი ნაწარმოები "წიგნი", სადაც 1924 წლის აჯანყების მომზადების ფარგლებში ერთ გლეხს დაავალებენ ბოლშევიკური უჯრედის უფროსის ლიკვიდაცია. ჰოდა, სამშობლო უკეთ რომ ამეხსნა, ეს ლექსი შევიტანე, თან ლეოპოლდ სონდის კვლევები გენეტიკასთან დაკავშირებით დავურთე. მოკლედ, კარგი იყო... :) ინანიშვილს აქვს ასეთი ნაწარმოები "წიგნი", სადაც 1924 წლის აჯანყების მომზადების ფარგლებში ერთ გლეხს დაავალებენ ბოლშევიკური უჯრედის უფროსის ლიკვიდაცია. ჰოდა, სამშობლო უკეთ რომ ამეხსნა, ეს ლექსი შევიტანე, თან ლეოპოლდ სონდის კვლევები გენეტიკასთან დაკავშირებით დავურთე. მოკლედ, კარგი იყო... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|