ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2020


* * *

ღამე რომ ტირის, აფხარცაა.
აღარც მიწაა, აღარც ცაა
გარეშე ნატყვიარის.
რაც იყო- იყო ,აღარცაა...
ღამე რომ ტირის, აფხარცაა.
ამინდი მატყუარა
შეხვედრას გეგმავს... გაწვიმდება.
როგორ კვდებიან არწივები,
მინდა გიამბო.
დავთქვათ : დავტოვებ კარ-მიდამოს,
წავალ ტყეებში სამუდამოდ.
რჩეულ იაბოს
დილით შევკაზმავ, ალიონზე.
აღარ დაგხვდები ალილოზე.
არის რაღაცა -
აღარც მიწაა, აღარც ცაა.
ღამე რომ ტირის, აფხარცაა-
შენი აფხარცა.


ყველგან სიკვდილი დგება ბოლოს.
ჩემი ბაგენი გეამბოროს
და როს გმირები ძლევენ ბოროტს,
მთებსა სწადიან-
სისხლი ძარღვებში გადაგისხა,
მიწა გაგიყო მისხალ-მისხალ-
როგორ მწადია.

ღამე რომ ტირის, აფხარცაა.
აღარც მიწაა, აღარც ცაა...
შენი აფხარცა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები