ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2009


ვიცი, ახლა...


ვიცი, ახლა რასაც დავწერ...
და ამიტომ თუ მოვიწყენ,
მონატრებით მენატრები...
და როცა გამეორდები?!....
იმ გამეორებით  გელი!

ვიცი, ახლა რასაც მომწერ....
და ამიტომ გაგიღიმებ...
არ მეშვები? არ გეშვები....
და როცა გამიმეორებ?!....
განმეორებით ვბერდები!

ვიცი, მიშლი!
ვიცი, ხვდები!
იცი, როდის, როგორ ვტირი...
არ მოგტირი!
მხოლოდ ვრჩები შეუშლელი....
შორეული გზებით მვლელი...
და ახლოსაც არ მოგიშვი!


ვიცი, ახლა... ნუთუ მართლა?..
და ეს არის, რაც არ ვიცი, ახლა...  უწინ...
არაფერიც არ დავუშვი!
ხელს შევუშლი ყველას, ალბათ...
დავემსგავსე უნდო საპყარს...
და არეულ ნაწერს გულში...

ვიცი ახლა, ყველაფერი იყო ხვალ.... და არა გუშინ!
                                                                                    21. 02.09.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები